ფესტივალის დევიზია “ცივილიზაციებისა და კულტურების გზაჯვარედინი”. შესაბამისად, საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილია ისეთი ფილმები, რომლებშიც სხვადასხვა ერების, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ცხოვრებაა ასახული.
ფესტივალი 2004 წლიდან ტარდება და წელს სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ეძღვნება. საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებში 130-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მონაწილეობს.