2016 წლის 30 აპრილს სავაჭრო ცენტრში Park Bulvar ბაქოში პირველი ‘გრაფიტი ფესტივალი’ ჩატარდა. ეს პირველი შეჯიბრი არ არის რაიტერებს [ასე ჰქვიათ არტისტებს, რომლებიც გრაფიტის – კედელზე გამოსახულ მასშტაბურ კომპოზიციებს ხატავენ] შორის, მაგრამ წინა შეჯიბრებებს ოფიციალური ხასიათი არ ჰქონდათ. ამჯერად ღონისძიება ჩაატარა კომპანიამ Urban Art-მა და მან სრული ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალმა პრესის ყურადღებაც კი მიიპყრო.
სახლების კედლებზე ხატვა ჩვენთან კანონითაა აკრძალული, ამიტომ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ავტომობილების პარკირების ზონაში სპეციალური ადგილი გამოყო.
ექვსმა მხატვარმა შუადღისას დაიწყო მუშაობა და საღამოს 6 საათზე დაასრულა ხატვა, რის შემდეგაც დაიწყო წვეულება, რომელზეც ბაქოს ანდერგრაუნდის რჩეული ნაწილი იყო წარმოდგენილი. ‘რჩეულები’ ატარებენ პირსინგს, თმას ცისარტყელას ყველა ფერად იღებავენ და ცეკვავენ ‘ბრეიკს’- ერთი სიტყვით, ყველა თინეიჯერული მეთოდით ცდილობენ მსოფლიო კულტურასთან ინტეგრირებას.
კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული – სუმგაითელი რაიტერი, მეტსახელად Ayefes. მან სანქტ-პეტერბურგის ფესტივალის, ‘V1’-ის (მასშტაბური ჰიპ-ჰოპ ივენთი ღია ცის ქვეშ) საგზური მოიგო.