• სულ თებერვლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში 217 შესაძლო შემთხვევა გამოიკვლიეს ლუგარის ლაბორატორიაში.
• მხოლოდ სამს აღმოაჩნდა ახალი კორონავირუსი. სამივე ავადმყოფი კარგადაა. მხოლოდ ერთს აქვს მცირე სიმპტომები.
• 3 მარტს ლუგარის ლაბორატორიაში 6 ახალი ნიმუში შევიდა, რომელთა კვლევა მიმდინარეობს კორონავირუსის შესაძლო ინფიცირებაზე. პასუხი დღეს გვიან საღამოს იქნება. (ლუგარის ლაბორატორიას 5-6- საათი სჭირდება რომ კორონავირუსის ტესტი ჩაატაროს).
• 3 მარტს ლუგარის ლაბორატორიამ უკვე გამოიკვლია 23 ნიმუში. არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ აღმოჩნდა.
• საქართველო სხვადასხვა საავადმყოფოებში კორონავირუსის შესაძლო ნიშნებით 36 პაციენტი რჩება (29 თბილისის ინფექციურში, 5 – სეფსისის ცენტრში, 2 – ქუთაისში)
• ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში კარანტინშია 150-მდე ადამიანი. საკუთარ სახლებში, თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. ეს ადამიანები მაღალი ინფიცირების ქვეყნებიდან ჩამოსულები არიან და 14 დღიანი საინმკუბაციო პერიოდის განმავლობაში არავის ეკონტაქტებიან.