აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის ცოლმა ლონდონის უნივერმაღში 16 მილიონი ფუნტი დახარჯა
გაზიარება
გაზიარება
დიდი ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) უცხო ქვეყნის მოქალაქეს პირველად მოსთხოვა, რომ თავისი ქონების წარმოშობა დაედასტურებინა.
ეს მოთხოვნა ბრიტანელებმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გააგზავნეს, თუმცა აქამდე მოპასუხის ვინაობა უცნობი იყო.
ახლა გაირკვა, რომ საქმე აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის ოჯახის წევრს ეხება, – იუწყებაBBC.
აზერბაიჯანელი ბანკირის ცოლი
საუბარია აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი მმართველის ცოლზე, ზამირა ჰაჯიევაზე. როგორც სასამართლოს დოკუმენტებიდან ირკვევა, ჰაჯიევა ლონდონში განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრობდა და ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდHarrods-ისუნივერმაღში [ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ძვირადღირებული უნივერმაღი, რომელიც წლების განმავლობაში სამეფო ოჯახს ემსახურებოდა_JAMnews] დაახლოებით 16 მილიონი ფუნტი დახარჯა. ასევე 20 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა.
მისი სახელი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამ ინფორმაციას სასამართლოს მიერ დაწესებულ გაუთქმელობას ვადა გაუვიდა. ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით, სასამართლოს გაემხილა, თუ რომელი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმეს იკვლევდა ბრიტანეთის ხელისუფლება.
ახალი კანონი
კანონი, რომლის თანახმადაც ახლა ჰაჯიევას ქონების წარმოშობას იკვლევენ, ახლახანს არის მიღებული.
კანონში წერია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას აქვს უფლება 50 ათას ფუნტზე მეტი დაუდგენელი წარმოშობის ქონების მფლობელების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვოს.
საუბარია, პირველ რიგში, დანაშაულებრივი საქმიანობაში ეჭვმიტანილ პირებზე, ასევე იმ ქვეყნების გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკურ ზონაში არ შედიან.
ჰაჯიევას საქმის მოსმენა ლონდონის უზენაეს სასამართლოში ივლისში დაიწყო.
სასამართლო მას სთხოვდა დაესაბუთებინა, თუ რა წარმომავლობის ფულით შეიძინა ინგლისში ორი ძვირადღირებული უძრავი ქონება. ერთი – 11,5 მილიონ ფუნტ-სტერლინგად ღირებული სახლი ლონდონში, ნაითსბრიჯში; და მეორე – ქალაქ ასკოტის მახლობლად მიწის ნაკვეთი, რომელშიც 10,5 მილიონ ფუნტი გადაიხადა.
ჰაჯიევებს პრობლემები აქვთ აზერბაიჯანშიც
თუკი ჰაჯიევა ვერ შეძლებს უძრავი ქონების საყიდელი ფულის წარმოშობა განმარტოს, შესაძლოა, მისი ქონების კონფისკაცია მოხდეს.
ჰაჯიევა – აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის ჯაჰანგირ ჰაჯიევის მეუღლეა.
ჯაჰანგირ ჰაჯიევი ბაქოში 2015 წლის დეკემბერში დააპატიმრეს „საერთაშორისო ბანკიდან“ 211 მილიონ მანათზე მეტის მოპარვისთვის.
2016 წლის ოქტომბერში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაემუქრა. განაჩენის თანახმად, მას ასევე ჩამოერთვა 63 მილიონი მანათი „საერთაშორისო ბანკის“ სასარგებლოდ, 7 მილიონი მანათი კი – „აგრარკრედიტის“.
გამოძიებას ემალება მისი ცოლი – ზამირა ჰაჯიევა, რომელიც დაუსწრებლად დაპატიმრებულია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.