ქოსფლეი – ცნობილი პერსონაჟების (ყველაზე ხშირად ანიმეების) კოსტუმების დამზადება და ჩაცმა. ეს ღონისძიება განსაკუთრებით პოპულარულია აზერბაიჯანელ ახალგაზრდებში. წვეულება ივლისში გაიმართება. ჯერჯერობით კი იაპონური კულტურის მოყვარულებს საშუალება მიეცათ, პუბლიკის წინაშე თავიანთი კოსტიუმების ეფექტურობა შეემოწმებინათ.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იაპონიისმცოდნეობის ფაკულტეტმა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრის მხარდაჭერით, იაპონური კულტურის ფესტივალი ჩაატარა.
უნივერსიტეტის შენობაში ორი სართული გამოიყო, რომელთაგან ერთ-ერთი იმ ღონისძიებების სტილში გააწყვეს, რომლებიც იაპონიაში იმართება ხოლმე. ანუ ყველა ოთახში რაიმე საინტერესო ხდებოდა – ან კალიგრაფიის ხელოვნებას ასწავლიდნენ, ან ორიგამის შექმნას. ზოგიერთი ოთახში ფესტივალის მონაწილეები ტრადიციულ იაპონურ ტანსაცმელს – იუკატას, ან კიმონოს იცვამდნენ.
ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგმა, სუდო ნაბუხირომ იმდენად კარგად იცის აზერბაიჯანული, რომ აზერბაიჯანულენოვანი კოლეგის დახმარება არ დასჭირვებია; კოლეგა უბრალოდ გვერდით იდგა და იღიმებოდა.
იმდენი სტუმარი იყო, რომ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სართულიც ძლივს იტევდა.
კიკი “ჯადოქრის მიტანის სერვისი” და ედვარდი “Fullmetal Alchemist”
ზორო, “One piece”
აკაცუკი, “ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები”
პრინცესა მონონოკე ამავე სახელწოდების ანიმედან
გოგონებმა კი საკუთარი პერსონაჟები შექმნეს
ყველაზე ძნელი საქმე ხვდათ სტუდენტებს, რომლებიც ხალხის მასას აკავებდნენ