2017 წლის იანვარში ერევნის მრავალბინიან სახლებში 1კვ. მ-ის ფასი, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, 0,4 %-ით შემცირდა, ხოლო კერძო სახლების ფასები – 0,2%-ით.
ბინებისა და კერძო სახლების ფასები რესპუბლიკის სხვა ქალაქებში, წინა თვესთან შედარებით, არ შეცვლილა.
ქალაქში ყველაზე ძვირად ღირებული ბინები ადმინსტაციულ ოლქ კენტრონშია (თარგმანში „ცენტრი“), ყველაზე იაფი კი – პერიფერიულ ნუბარაშენში, სადაც ცენტრზე ორჯერ იაფი ფასებია.
რესპუბლიკის სხვა ქალაქებიდან საცხოვრებელი ფართი ყველაზე ძვირი ცახკაძორშია.
საკურორტო ქალაქში ბინების ფასები მხოლოდ ერევნის კენტრონსა და არაბკირში(ქალაქის ცენტრალური ნაწილი) მდებარე ბინების ფასებს ჩამორჩება.
სომხეთში ყველაზე იაფფასიანი ბინებია – გეგარკუნიკის რაიონის ქალაქ შამლუგსა და სიუნიკის რაიონის ქალაქ დასტაკერტში, სადაც 1 კვ.მ. 8 ათასი დრამი(16 დოლარზე ცოტა მეტი) ღირს. ეს 36-ჯერ ნაკლებია ცახკაძორის, და 56-ჯერ ნაკლები დედაქალაქის ადმინისტრაციულ უბან კენტრონის ფასებთან შეადარებით.
მონაცემები წარმოდგენილია სომხეთის ხელისუფლებასთან არსებული უძრავი ქონების კადასტრის სახელმწიფო კომიტეტის მიერ.