:თურქეთში პროქურთული პარტიის ორი დეპუტატი დააპატიმრეს
გაზიარება
გაზიარება
თურქეთში ოპოზიციური პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტიის ორი დეპუტატი “შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის” წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს.
ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში დეპუტატი მერალ დანის ბესტასი დიარბაკირის პროვინციაში საკუთარ სახლში, იმავე პარტიის დეპუტატი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, აიხან ბილგენი კი ანკარის აეროპორტში 31 მარტს დააკავეს.
2016 წელს თურქეთში პარლამენტის 13 დეპუტატი დააკავეს, მათ შორის 10, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების სელახატინ დემიტაში და ფიგენ იუკსეკდაგის ჩათვლით – ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით.
სახალხო-დემოკრატიული პარტია რიცხობრივად თურქეთის პარლამენტის რიგით მესამე პარტიაა. კანონი პარლამენტის დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ პარლამენტმა გასული წლის მაისში მიიღო.