თურქეთის პრეზიდენტი: თურქეთის ჯარებმა სირიის ქალაქ ელ-ბაბის ცენტრი დაიკავეს
გაზიარება
გაზიარება
თურქეთის ჯარებმა და სირიელმა ამბოხებულებმა სირიის ქალაქ ელ-ბაბის ცნტრი დაიკავეს და იქიდან „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მებრძოლები განდევნეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, ისლამური სახელმწიფოს ძალები უკან იხევენ და ქალაქის სრულად აღება მხოლოდ დროის საკითხია.
ბრძოლა 100 ათასანი ქალაქისთვის, რომელიც თურქეთის საზღვრიდან მხოლოდ 30 კილომეტრითაა დაშორებული, გასული წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც თურქეთმა ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ წამოიწყო, რომის მიზანი იყო სასაზღვრო რაიონებიდან როგორც ისლამური სახელმწიფოს მებრძლების, ისე მათ წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული დაჯგუფებების განდევნა. როგორც ВВС იტყობინება, 2016 წლის აგვისტოდან, როდესაც ოპერაცია დაიწყო, დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვმა 67-ს მიაღწია.
თურქეთის ჯარების გარდა, ელ-ბაბზე შეტევას სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ასევე სირიი სპრეზიდენტის ბაშარ ასადის ჯარი ახორციელებს, რომელსაც მხარდჭერას რუსული ავიაცია უწევს. რუსეთი საკუთარ დარტყმების კოორდინირებას თურქეთთანაც ახდენს.
სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2012 წლის გაზაფხულზე ელ-ბაბი სწრაფად აღმოჩნდა ამბოხებულების კონტროლქვეშ, შემდეგ კი 2013-2014 წლებში ის ისლამურმა სახელმწიფომ დაიპყრო.
ელ-ბაბის აღებას თურქეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ანკარა ამ გზით აპირებს წინ აღუდგეს თურეთის საზღვარზე ქურთებით დასახლებული ორი ოლქის – აფრინისა და კობანის გაერთანებას.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს, გაეროს მონცემებით, მსხვერპლის რაოდენობამ 300 ათას ადამიანს გადააჭრბა. 7 მილიონამდე სირიელი დევნილი გახდა.