თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალს საღებავი შეასხეს
გაზიარება
გაზიარება
უცნობმა პირებმა თბილისში, აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალს გვიან ღამე წითელი საღებავი შეასხეს.
უკვე მეხუთე დღეა, ქართველი ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები თბილისში მართავენ საპროტესტო აქციებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერად. მუხტარლი 29 მარტს თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის ბაქოში სამართალდამცავებს ჰყავთ დაკავებული.
მუხტარლის თქმით, თბილისიდან მის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურებიც მონაწილეობდნენ. აზერბაიჯანული მხარე ამბობს, რომ მუხტარლიმ, რომელიც აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლების მიერ იდევნებოდა და თავს საქართეველოში აფარებდა, თავად გადაკვეთა საზღვარი.
იმავე ვერსიას იმეორებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხტარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. ბაქოს სასამართლომ მას უკვე შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.