მისი სახელია ნიკოლაი ხუბაევი, თუმცა ყველა ცაციას ეძახის. ის მთელ დღეს ისაკის ქუჩაზე მდებარე თავის სახელოსნოში ატარებს და სრულიად მრავალფეროვანი სქმიანობით არის დაკავებული: ფეხსაცმელების კერვით ან შეკეთებით, მუსიკალური ინსტრუმენტების აღდგენით და გასაღებების გაკეთებით. გასაგებია, რომ „მეორე სახელი“ მის ცაციობას უკავშირდება, მეგობრები მას ამ სახელს ჯერ კიდევ ბავშვობაში ეძახდნენ, თუმცა ის ცუდად არც მარჯვენა ხელს ფლობს. სახელოსნოს სახელიც სწორედ აქედან მოდის.
ამჟამად 68 წლისაა, ცხინვალის რაიონის სოფელ ხეთაგუროვში დაიბადა და ახლაც იქ ცხოვრობს, სითბოთი და სიამაყით ამბობს, რომ გლეხების დიდ ოჯახში გაიზარდა.
სოფელი შორს არ არის და ქალაქამდე ჩამოსვლა მისთვის პრობლემა არ წარმოადგენს, მეზობლებსაც ხშირად სიამოვნებით ჩამოჰყავთ ხოლმე სახელოსნომდე.
ცაციას მამას დიდი გატაცება ჰქონდა – აკორდეონზე დაკრულის მოსმენა უყვარდა, თავად კი დაკვრა ვერ ისწავლა. იგივე გატაცება შვილსაც გამოჰყვა. მაგრამ ნიკოლაი ხუბაევმა ის განახორციელა – დაკვრა ისწავლა, თუმცა უკვე საკმაოდ დიდ ასაკში – როდესაც 30 წლის გახდა.
მაშინვე გადაწყვიტა, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების შეკეთება ესწავლა და სასწავლებლად რუსეთში გაემგზავრა. ერთი წელიწადი ქალაქ ტულაში, მუსიკალური ინსტრუმენტების ფაბრიკაში გაატარა და შინ დაბრუნდა, რათა თავისი საქმიანობა გაეფართოვებინა.
ცაციას ფეხსაცმელების შესაკერი და შესაკეთებელი მასალა ჩრდილოეთი კავკასიიდან ჩამოაქვს, ქალაქ გარიაჩავოდსკიდან, რადგან იქ ეს მასალა იაფია. რამდნიმე წლის წინ კი ვლადიკავკაზში, ნაწილების გამო, იაფად იყიდა ძველი აკორდეონები.
ცაციას სამი შვილი ჰყავს, უკვე დიდები არიან და თითოეულს თავისი ცხოვრება აქვს; და ორი შვილიშვილი – რომლებიც კარგად ცეკვავენ.
თავად ცაცია კი სწავლას განაგრძობს: 45 წლის ასაკში – ბალალაიკაზე დაკვრა ისწავლა, 50 წლის ასაკში – სალამურზე; 60 წლისა კი ჰარმონიკაზე დაკვრას დაეუფლა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო