საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში 2016 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 45%-ით (55 მლნ დოლარით) გაიზარდა.
2017 წლის იანვარში საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 176,8 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს იანვარში ანალოგიური მაჩვენებელი 122 მლნ დოლარი იყო.
ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტიც – გაწულ თვეში მან 474,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 15 პროცენტიოთ (64 მლნ დოლარით) აღემატება.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებთ, საქართველოს ექსპორტიც და იმპორტიც 2014 წლის შემდეგ კლებულობდა. წელს მათი ზრდის ტენდენცია პირველად დაფიქსირდა. თუმცა, ექსპორტის ბოლო მონცემები 2014 წლის მჩვენებელს 47 მლნ დოლარით ჩამორჩება.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 თებერვალს გამოქვეყნდება.