26 აპრილის 13:30 საათის მონაცემებით, აფეთქების მიზეზები და მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. ინციდენტი 25 აპრილს, დაახლოებით, 21:50 საათზე მოხდა. დაუდასტურებელი მონაცემებით, გარდაიცვალა 2 ადამიანი, შვიდმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ავტობუსის მძღოლი არ დაშავებულა და ჩვენებას იძლევა. სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 279-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით (‘ისეთი სახის პროდუქტების გამოშვება, სამუშაოს შესრულება, ან მომსახურების გაწევა, რომელიც უსაფრთხოების მოთხოვნებს არ პასუხობს და ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა’) აღიძრა საქმე, რომელიც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეთა გამოძიების სამმართველოს გადაეცა.
პოლიციის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით, სომხურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ავტობუსი დიზელის საწვავზე მუშაობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფეთქების მიზეზი არ ყოფილა გაზის ბალონი, რომელიც სომხეთში მოქმედი ბევრ სატრანსპორტო საშუალება იყენებს. პოლიცია არც ადასტურებს, და არც უარყოფს გავრცელებულ ცნობას ტერაქტის შესახებ.
ჯერჯერობით სრულადაა გადაკეტილი ინციდენტის ეპიცენტრი – ალაბიანის ქუჩის ის ნაწილი, რომელიც ესტონაკიანისა და არზუმანიანის ქუჩებს შორის მდებარეობს.