დღეიდან ძალაში შევიდა საზოგადოებრივ მომსახურების მარეგულირებელი კომისიის მიერ 23 დეკემბრის სდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი 1,22 დრამით შემცირდება.
კერძოდ, 2017 წლის 1 თებერვლიდან სომხეთში ელექტროენერგიის დღიური ტარიფი (7:00-დან 23:00-მდე) 1კვტ /სთ 44,98 დრამი გახდება (დაახლოებით 9,2 ცენტი), 4,6 დრამის (დაახლოებით 9,5 ცენტის) ნაცვლად. ღამის ტარიფი დაიწევს 36, 2 დრამიდან ( დაახლოებით 7,5 ცენტი) 34, 98 (დაახლოებით 7,2 ცენტი)დრამამდე.
გარდა ამისა, რეგულატორმა გაითვალისწინა ცალკე ტარიფები გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომლებიც 13,4%-ით ნაკლებს – 40 დრამს (8,2 ცენტი) გადაიხდიან 1კვტ/სთ-ში დღის საათებში, და 30 დრამს (6,1 ცენტი) – ღამით.
სხვათა შორის, საგანგებო ტარიფია დაწესებული ასევე ყველაზე მსხვილი აბონენტებისთვის: მათთვის დღის საათების ტარიფი შეადგენს 33, 48 დრამს (თითქმის 7 ცენტს).
წინა ჯერზე ელექტრენერგიის საფასური შემცირდა 2016 წლის 1 აგვისტოს, როდესაც რეგულატორის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის დღის საათების ტარიფმა 1 კვტ/სთ 5,3%-ით დაიკლო, ხოლო ღამის ტარიფმა – 6,7%-ით.