ფსოუსთან, რუსეთის საზღვართან გრძელი რიგები აფხაზეთის საკურორტო სეზონს საფრთხეს უქმნის
საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“ ტურისტებისთვის ვიზების გაცემის პრობლემა, შესაძლოა, 2017 წელს აფხაზეთში საკურორტო სეზონის შემაფერხეებლი გახდეს. ამის შესახებ საუბრობს „აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ პრეზიდენტი ანა კალიაგინა.
პრობლემის გადაწყვეტას ის ტურისტებისთვის ვიზების გაუქმებაში ხედავს.
„ტურისტების უზარმაზარ სიამოვნებას იღებენ აფხაზეთში დასვენებით, მაგრამ საზღვრის გადაკვეთა უბრალოდ ახუნებს აქ მიღებულ მათ ყველა შთაბეჭდილებას“, – განაცხადა მან.
დამდეგი ტურისტული სეზონი აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის საგანგებო სხდომაზე განიხილებოდა. სხდომა ფრიად წარმომადგენლობითი იყო – თავიანთი ანგარიშები და შეხედულებები წარმოადგინეს სოხუმის ადმინისტრაციის, ტურიზმის სამინისტროს, საგზაო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
„აფხაზეთის ტურიზმის კავშირის“ ხელმძღვანელის თქმით, რიგების მთავარი მიზეზი რუსეთის საზღვართან აფხაზეთის მხრიდან არსებული გამშვები პუნქტების სიმცირეა.
„წინათ ტურისტებს ვიზებს სოხუმში აძლევდნენ, ახლა კი მდინარე ფსოუზე არსებული საზღვრის გადმოლახვისას. აი, ნახავთ, ამას საბოლოოდ დიდი პრობლემები მოჰყვება.
ტურისტები ისედაც დიდხანს დგანან ხოლმე რუსეთის საბაჟოზე, და აფხაზეთის მხარესაც თუ იგივე სიტუაცია იქნება, ეს ადამიანებს აქ ჩამოსვლის სურვილს დაუკარგავს“, – განაცხადა ანა კალიაგინამ.
საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე განიხილებოდა საკურორტო სეზონთან დაკავშირებული სხვა პრობლემური მომენტებიც, კერძოდ:
[yes_list]
- მილიციისა და ხსნის სამსახურის მუშაობა;
- სტუმრებისადმი დამოკიდებულება;
- ხარისხის კონტროლი და პროდუქტების ფასი;
- სახელმწიფო საზღვრის გადალახვის მექანიზმები;
- ტრანსპორტის მუშაობა;
- დასასვენებელი და გასართობი ადგილების მდგომარეობა. [/yes_list]
2016 წელს აფხაზეთში დამსვენებელი ტურისტების კომენტარები:
დიასახლისი ოკსანა იაროვაია, მოსკოვიდან:
“უკვე მესამედ ჩამოვდივარ. მთავარი მინუსია ბევრი დანგრეული ადგილი ქალაქში. და,რასაკვირველია, აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვარმაც იმედი გაგვიცრუა – ბავშვებიანად რიგში დგომა ძალიან ძნელია, კარგი იქნება, სულაც რომ გააუქმონ. მაგრამ ამისთვის რუსეთთან შეერთებაა საჭირო“.
მასწავლებელი ირინა ბებრიში ავტონომიური რეპუბლიკა ხაკასიადან, რუსეთი:
“აფხაზეთში ძალიან დადებითი შთაბაჭდილებები მივიღე, მომეწონა ახალი მუზეუმები, ძალიან საინტერესოა სანაპირო, ლამაზი სკულპტურებია. მინუსებიდან უნდა გამოვყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ავტობუსი ძალიან იშვიათად დადის, და ყოველთვის გადაჭედილია, ტაქსით გვიწევდა გადაადგილება, რაც ბიუჯეტზე მყოფი ადამიანისთვის ძალიან ძვირია“.
ოლგა და სერგეი ბორისოვები, სანკტ-პეტერბურგიდან:
„აქ დიდებული ბუნებაა, ზღვა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტი გულს გვტკენს“.
ანა,სევასტოპოლიდან:
თვენს ხალხს ძალიან კარგი იუმორი აქვს, ყოველთვის მეღიმება, როდესაც მათ ვუსმენ, ძალიან მიყვარს მხიარული ხალხი. მაგრამ მინუსიც გაქვთ – ძალიან ნელი ხალხი ხართ, არსად არ გეჩქარებათ, არავის არსად მიეჩქარება.“