დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი: რატომ აღმოჩნდა გაყრა ძნელი
მოლაპარაკებები ევროპის კავშირის ხელმძღვანელსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შორის, რომლის დროსაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი განიხილებოდა ჩაშლით დასრულდა.
რატომ ვერ შეთანხმდნენ მხარეები?
სამი მთავარი პრობლემა
არსებობს სამი მთავარი პრობლემა, რაც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მშვიდობიან დაშორებას ხელს უშლის.
• იმ კომპენსაციების ზომა, რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს იმ ზარალისთვის უნდა გადაუხადოს, რასაც ამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა აყენებს მის ეკონომიკას;
• დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები, და ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებები;
• ჩრდილოეთი ირლანდიის საზღვრის სტატუსი, რომელიც დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ირლანდიის რესპუბლიკის ნაწილს წარმოადგენს.
ახლა ყველაზე გადაუწყვეტლად ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის მოწყობა გამოიყურება.
დიდი ბრიტანეთის გასვლა მოითხოვს, რომ ის სრულფასოვან სახელმწიფოთაშორის საზღვრად იქცეს – საპასპორტო კონტროლის პუნქტებით, საბაჟო ზედამხედველობით და ვიდეოდაკვირვების სისტემით.
მაგრამ ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩრდილოეთი ირლანდიის წამყვანი პოლიტიკური ძალა – იუნიონისტური პარტია.
დიდი ბრიტანეთის პოზიცია
მთავრობაც და ოპოზიციაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ემხრობა. თუმცა, ორივე ბანაკში არსებობენ გავლენიანი ძალები, რომლებიც ამ საკითხის გადასაწყვეტად ხელმეორე რეფერენდუმს მოითხოვენ.
ხელმეორე რეფერენდუმის შანსები საკმაოდ მაღალია იმის გამო, რომ 2016 წელს პირველ რეფერენდუმზე ქვეყანა ერთსულოვან გადაწყვეტილებამდე არ მისულა.
მაშინ ინგლისმა და უელსმა გასვლას დაუჭირეს მხარი, შოტლანდიამ და ირლანდიამ კი – დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობას.
ტერეზა მეისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის ახლახან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება დიდ ბრიტანეთში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა, – წერს BBC.
ევროკავშირის პოზიცია
ბრექსიტის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ტორტის ნაჭრის აღება სურს. ფოტოს აწერია: „უკაცრავად, მაგრამ ალუბალი არ შეგხვდათ“.
იგულისხმებოდა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან მოლაპარაკებებისას ეგოისტური პოზიცია უკავია.
ბევრმა ეს პოსტი დამცინავად მიიღო. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა საპასახუოდ განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთის თავაზიანობა მის სისუსტეში ნურავის აერევა“. მან ასევე თქვა, რომ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენება ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას ხელს არ უწყობს.
თუმცა შემდეგ ტუსკმა განაცხადა, რომ „ის ტერეზა მეით აღფრთოვანებულია, და კომპრომისი ძველებურად შესაძლებელია“.
როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს კომპრომისი
დიდი ბრიტანეთიც და ევროპის კავშირიც ირწმუნებიან, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დაბრუნება არ სურთ.
ეკონომიკაში შესაძლო ნიმუშად შეიძლება კანადის მაგალითი გამოდგეს. ამ ქვეყანაში 2016 წლიდან მოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რამაც მას ევროპულ ბაზარზე უბაჟოდ შეღწევის საშუალება გაუხსნა.
დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ევროკავშირში მცხოვრები დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებების საკითხი, შესაძლოა, ევროპის კავშირის ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმებების გზით მოგვარდეს, – მიაჩნია ბევრ ექსპერტს.