გერმანიის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციას უყარა კენჭი. 393-მა დეპუტატმა ამას მხარი დაუჭირა, 226 – წინააღმდეგი იყო.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი, კანცლერ მერკელის პარტია პარტიული დისციპლინის შესაბამისად ხმის მიცემის აუცილებლობისგან გათავისუფლდა. მისი წარმომადგენლების უმრავლესობამ ლგბტ-თემის წარმომადგენელთათვის თანასწორი უფლებების მინიჭებას მისცა ხმა.
თავად კანცლერმა მერკელმა ახალი კანონის წინააღმდეგ მისცა ხმა, და ამტკიცებდა, რომ „ქორწინება – ეს მამაკაცისა და ქალის კავშირია“. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგების შემდეგ მან განაცხადა, რომ ამ კანონის მიღებით მას „სოციალური ერთობის განმტკიცების“ იმედი აქვს.
მიიჩნევა, რომ ანგელა მერკელის მხრიდან ეს სწორი მანევრი იყო სექტემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლის შედეგიც განსაზღვრავს კანცლერის ვინაობას. კანონის წინააღმდეგ ხმის მიცემით მან, ერთი მხრივ, კონსერვატიული ამომრჩევლის სიმპათია დაიმსახურა. მეორე მხრივ კი – მემარცხენე პარტიებს ხელი არ შეუშალა, რომ გეი-ქორწინებების შესახებ კანონისთვის პარამენტში ეყარათ კენჭი.