2018-2019 წლებში გაეროს ბიუჯეტი, წინა ორ წელიწადთან შედარებით, 285 მილიონი დოლარით ნაკლები იქნება, – იუწყება CNN. ეს იმ შემცირებაზე 85 მილიონი დოლარით მეტია, რასაც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი ოქტომბერში დაეთანხმა.
ამგვარ გადაწყვეტილებას ამერიკულმა მხარემ და პირადად გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გაუწია ლობირება.
„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ გაერომ ამერიკელების გულუხვობით ბოროტად ისარგებლოს“, – განაცხადა მან.
გაეროს ბიუჯეტი 2016-2017 წლებში 5,39 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ყველაზე დიდი შენატანი მასში აშშ-ს აქვს. ის, თუ როგორ შეიცვლება ახალ ბიუჯეტში გაეროს წილი, ცნობილი არ არის.