ბაქო-თბილისის მატარებლის ბილეთები დაახლოებით მესამედით გაიაფდა
გაზიარება
გაზიარება
აპრილის დასაწყისიდან „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზებმა“ ბაქო-თბილისი-ბაქოს ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობის საფასურის გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო.
[yes_list]
პლაცკარტით მგზავრობა 30.16 მანათი ღირდა [დაახლოებით 18 $]ახლა კი 24,54 მანათი გახდა. [დაახლოებით 14$]
კუპეთი მგზავრობა 44.50 მანათი ღირდა [ დაახლოებით 26$] ახლა კი 35.32 მანათი ღირს [დაახლოებით 20$ ]
საძინებელი ვაგონით მგზავრობა 83.77 მანათი [დაახლოებით48$] ახლა 58,43$ გახდა [დაახლოებით 34$]
[/yes_list]
შედარებისთვის – იგივე მარშრუტით ავტობუსით მგზავრობის საფასური 20 მანათს შეადგენს.
მატრებელი ბაქო-თბილისი გაზში დაახლოებით 14 საათის განმავლობაში იმყოფება, ორივე საზღვარზე დაახლოებით 2-საათიანი შემოწმების ჩათვლით.
ჩვეულებრივ დღეებში მატარებლის შემადგენლობაში ექვსი ვაგონია, რომელთაგან ერთი საძინებელია, სამი- კუპე, და ორი პლაცკარტი.
თუმცა, სადღესასწაულო დღეებში (ნოვრუზი, ყურბანი და ახალი წელი), საქართველოში დასვენების მსურველი მგზავრების სიმრავლის გათვალისწინებით, „აზერბაიჯანული სარკინიგზო ხაზების“ ხელმძღვანელობა მატარებელს რამდენიმე ვაგონს უმატებს.
მაგალითად, წელს, ნოვრუზის წინ მატარებელს ხუთი ვაგონი დაემატა, მაგრამ თავისუფალი ადგილი მაინც არსად იყო.