დაბა ბაილის მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადასახლებას მოითხოვენ. ფოტო: რამინ დეკო
ბაქოს სატელევიზიო ანძის მახლობლად მდებარე დაბა ბაილში ზვავის შედეგად ოთხი სახლი მთლიანად დაინგრა. დაზარალებულები არ არიან.
„მოცემულ მიწის ნაკვეთზე ორი კვირის წინ ყველა სახლი დაიცალა. ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს“, – აუწყა სააგენტო АPА-ს საგანგებო სიტუაციების რაიონული კომისიის თავმჯდომარემ აბიდ ალიევმა.
თუმცა, ეს მოვლენა მეწყერის ზონაში მეზობლად მდებარე სახლების მაცხოვრებლთა ღელვის მიზეზი გახდა.
„ადამიანები შეშინებულები არიან. ჯერჯერობით მათ გადასახლებასა და მათთვის უსაფრთხო საცხოვრებლის დაქირავებაზე არავინ ზრუნავს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სთავაზობენ სკოლის შენობაში დროებით შესახლებას“, – წერს ჟურნალისტი რამინ დეკო ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე.
საბაილსკის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარემ, ელდარ აზიზოვმა მეწყერის ზონის ტერიტორია მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„მეწყერსაშიშ მონაკვეთზე ბაილში დაძაბული მდგომარეობაა, ამჟამად ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებს იღებენ“, – თქვა აზიზოვმა.
აღმასრულებელი ხელისუფლების თავმჯდომარემ დასძინა, რომ მომავალი კვირის დასაწყისიდან გადასახლებულ მოსახლეებს საცხოვრებლის დასაქირავებლად ფულს გამოუყოფენ. მათ, ვისაც დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ, ადგილობრივ სკოლაში გამოუყვეს ადგილი. ისინი დღეში სამჯერ ცხელი საჭმლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
2017 წლის ბოლოს გეოლოგებმა ბაილოვსკის ფერდობზე, ანძიდან 25- 300 მეტრის დაშორებით ნიადაგზე ვერტიკალური ბზარები აღმოაჩინეს. ბზარების სიგანე მანამდე ფართოვდებოდა, ვიდრე რისკის ზონაში ადგილობრივების სახლები არ აღმოჩნდა. უმაღლესი საფრთხის გამო, 80 ოჯახის ევაკუირება მოხდა (390 ადამიანი).