ნარიმან ნარიმანოვის სახელობის მეტროსადგურის მახლობლად მდებარე ექვსსართულიან სავაჭრო ცენტრ AFEN Plaza-ს სახურავს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სახანძრო მანქანების მობილიზება მოხდა. მეხანძრეები შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაციას ახდენენ და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.