აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა აღუთქვა
გაზიარება
გაზიარება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამშრომლობაზე შეთხნმდნენ. ასევე ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
ტილერსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს წინსწვლას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური ურთიერთობების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც.
“ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორი. ჩვენ გვაქვს ზურგს უკან 25 წელი ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ კვირიკაშვილის 3 დღიანი ვიზიტი დასრულდა. სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ის ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე პრეზიდენტ პაიკ პენსის შეხვდა.