აფხაზეთში სოციალური ქსელების აკრძალვას ითხოვენ
ფეისბუკის აფხაზური სეგმენტი 2014 წლის მაისის მოვლენების შემდეგ ანონიმი მომხმარებლბით აივსო. ანონიმები ქმნიან სულ უფრო მეტ ჯგუფს, სადაც ძირითადად მკვეთრად აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას. მაგრამ საქმე ეს კი არ არის, არამედ ის, რომ გამოგონილი სახელების მქონე ადამიანები თავიანთ გამონაქვამებსა და მუქარებში შეზღუდულები არ არიან.
ანონიმების საკითხი აფხაზეთში ძალიან მწვავედ დგას და მუდმივი განხილვების მიზეზია. ის ადამიანები, რომლებსაც ანონიმმა “ფეისბუკერებმა” შეურაცხყოფა მიაყენეს, მათი რეალური ვინაობის დადგენას და დასჯას ითხოვდნენ. იყო ისეთი წინადადებებიც, რომ გამონახულიყო რაიმე გზა, რომელიც სოციალურ ქსელებში სხვისი სახელით დარეგისტრირებას აკრძალავდა.
ახლა საქმე უკვე იქმდეც მივიდა, რომ სოციალური ქსელების აკრძალვის მოთხოვნაც გაჩნდა. ამ ინიციატივით ერთდროულად რამდენიმე დეპუტატი გამოვიდა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც:
„მე უკვე მიჩვეული ვარ, რომ ხან რას მომაწერენ, და ხან რას. მაგრამ, როდესაც ამას იმ ქვეყნების მეთურების მიმართ სჩადიან, რომლებთანაც ჩვენ ურთერთობებს ვაგებთ, როდესაც მათ შეურაცხყოფენ და ამცირებენ – ეს უკვე მთელი აფხაზი ხალხის სირცხვილია.
ჩვენ პარქტიკულად შეუზღუდავად ვესვრით ერთმანეთს ტალახს და ბევრი მომმართავს სოციალური ქსელების დახურვის თხოვნით. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ამ საკითხს გადაჭრის“, – თქვა ხაჯიმბამ.
ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში მწავავე განხილვა მოჰყვა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების მომხრეები და სოციალური ქსელების დაბლოკვის იდეის კატეგორიული მოწინააღმდეგეები ჯერჯერობით თითქმის თანაბრად არიან.
“პრეზიდენტმა ხაჯიმბამ უცნაური წინადადება წამოაყენა. გამოდის, რომ – ან სოციალური ქსელები უნდა დაიხუროს, ან ჩვენ კარდაკარ სიარული და ადამიანების ცემა მოგვიწევსო. და იქნებ თავად აგვერჩია:ფეისბუკის დახურვის თაობაზე ხელმოწერები შევაგროვოთ, თუ ნაცემები დავრჩეთ?“
„რასაკვირველია, სოციალური ქსელების დახურვა არ შეიძლება. მაგრამ იმ ადამიანების პასუხიმგებლობაში მიცემა, რომლებსაც საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, აუცილებელია. დიახ, ეს ჩვენი ახალი გამოწვევაა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ“, – წერენ ფეისბუკ-მომხმარებლები.
მასალა მომზადებულია სოხუმელი კორესპონდენტის მიერ. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო