აფხაზეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა - პრეზიდენტი გადადგა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება
10 იანვარს, საღამოს, აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ საგანგებო სხდომაზე, რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობა გააუქმა.
ახლა, აფხაზეთში, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.
• თუკი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი მაინც მოწამლეს – ვინ და რატომ?
• მოსაზრება: როდემდე გაყრიან აფხაზეთში პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს საპრეზიდენტო სავარძლიდან?
სასამართლო სხდომა მასობრივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
გაერთიანებული ოპოზიცია 2019 წლის 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირებას ითხოვდა. მაშინ, მცირე უპირატესობით, მეორე ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
თუმცა, ოპოზიცია ამ გამარჯვებას არაკანონიერად მიიჩნევდა. ხაჯიმბამ ხმათა მხოლოდ 47% დააგროვა – იმ დროს, როდესაც კანონით გამარჯვებულის გამოსავლენად, კენჭისყრაში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან 50%-ს პლუს 1 ხმა იყო საჭირო.
პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში 9 იანვარს დაიწყო. ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა თავდაპირველად ალყა შემოარტყა პრეზიდენტის სასახლეს, შემდეგ კი შიგნით შეიჭრა.
ოპოზიციურმა პარტიამ, „აიტაირამ“ (ლიდერი – გავლენიანი პოლიტიკოსი, აფხაზეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი) პრეზიდენტს თანამდებობიდან ვადამდე გადადგომისკენ მოუწოდა, რათა განმუხტოს სიტუაცია.
10 იანვარს, პროტესტის მონაწილეებს მხარი დაუჭირა პარლამენტმა, რომელმაც რეზოლუცია მიიღო აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტისადმი გადადგომის თხოვნით მიმართვას.
პრეზიდენტი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ალტერნატიულ რეზიდენციაში, „სახელმწიფო აგარაკზე“ იმყოფებოდა, უარს აცხადებს ამ რეკომენდაციებზე და ამბობს, რომ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
თუმცა, ოპოზიცია უარს ამბობს დიალოგზე. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დატოვებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას, სანამ ხაჯიმბა თანამადებობიდან არ წავა.
აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის მხარე დაიჭირა. ამ მომენტიდან პრეზიდენტი ჩამოშორებულია უფლებამოსილებას.
ახლა, ცესკომ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, პარლამენტმა კი დაამტკიცოს.
კანონის თანახმად, არჩევნები არაუმეტეს სამი თვისა უნდა გაიმართოს.
სასამართლოს განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ დარბაზში არ იმყოფებოდ არც ერთი, ვინც წარმოადგენდა დაცვის მხარეს, ცესკოს ან გენერალურ პროკურატურას.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო