მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი აფხაზეთში კურორტ ბიჭვინთას მახლობლად ჩამოვარდა. პილოტი და მისი ორი მგზავრი, მათ შორის ექვსი წლის გოგონა, დაიღუპნენ.
აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი რუსულ კომერციულ ავიაკლუბ „მეშვიდე ცას“ ეკუთვნოდა. პილოტი და ერთ-ერთი მისი მგზავრი – რუსები არიან, დაღუპული გოგონა კი ოდესელია. თვითმფრინავის დაღუპვის მიზეზებზე ჯერეჯერობით არაფერია ცნობილი.
ეს ბოლო თვეში ბიჭვინთაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკვე მეორე შემთხვევაა. 6 ივნისს, ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო, ასეთივე თვითმფრინავი დაიმტვრა, მაგრამ პილოტი და ორი მგზავრი გადარჩნენ, თუმცა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო