აფხაზეთში მამა თავის პატარა ქალიშვილის გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ბრალდებული, მაგრამ საზოგადოებაში არასაკმარის მტკიცებულებებზე ლაპარაკობენ
აფხაზეთში დასრულდა პროცესი ძალიან გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თითქმის ოთხ წელიწადს გრძელდებოდა – საქმე ეხებოდა ცხრა წლის გოგონას, მეოთხე კლასელი ვერჟინე სურმენელიანის გაუპატიურებასა და მკვლელობას. პროკურატურა ამ დანაშაულში თავიდანვე გოგონას მამას – ამბარცუმ (რობიკ) კეშიშიანს სდებადა ბრალს.
ის კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს ამ საქმესთან რაიმე კავშირს. თუმცა, 3 ივლისს სასამართლომ პროკურატურის ბრალდება დაადასტურა და ამბარცუმ კეშიშიანს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის თანამონაწილედ დასახელებულ მიხაილ ბურიაკს კი – თავისუფლების 19 წლით აღკვეთა.
განაჩენები გამოტანილია – თუმცა, საზოგადოება ისევ ცხარედ განიხილავს მომხდარის ვერსიებს. ბევრი გამოძიების უსამართლობასა და კორუმპირებულობაზეც კი ლაპარაკობს.
JAMnews-ის მიმოხილვა მომხდარის ვერსიების მიხედვით.
ისტორია
დანაშაული 2013 წლის 2 დეკემბერს მოხდა. სასამართლოს საბოლოო ვერსია ასეთია: ამბარცუმ კეშიშიანმა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულა მიხაილ ბურიაკს თავის (კეშიშიანის) ქალიშვილის მოტაცება, რის შემდეგაც გოგონა თავად გააუპატიურა და თავის ხელით მოკლა – ყელი გამოსჭრა.
სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია ამბარცუმ კეშიშიანის მცდელობა – დაემალა, რომ მანამდეც არაერთხელ აუპატიურებდა თავის ქალიშვილს.
შეუსაბამობები
ჟურნალისტებმა, რომლებიც ყურადღებით ადევნებდნენ თვალ-ყურს გამოძიების მიმდინარეობას, გამოძიების მსვლელობისადმი პრეტენზიების ვრცელი ჩამონათვალი შეადგინეს, და მასში წარმოდგენილ შეკითხვებზე პასუხს ისევ ითხოვენ.
კერძოდ, საქმე შემდეგს ეხება.
1.სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტი პოლიგრაფიული ექსპერტიზით დამტკიცდა. თუმცა ის მომხდარიდან მხოლოდ ორი წლის გასვლის შემდეგ ჩატარდა და მთლიანად ეყრდნობოდა მიხაილ ბურიაკის ჩვენებებს – არასტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანის, რომელიც მანამდე მოხუცი ქალების გაუპატურებისთვის იხდიდა სასჯელს. ერთ-ერთი გაუპატიურების შემთხვევა მან სასაფლაოზე განახორციელა.
2.კეშიშიანის ადვოკატი იგორ სკნარინი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ალიბი აქვს – მკვლელობის დადგენილ დროს ამბარცუმ კეშიშიანი თავის ცოლთან ჟანა სურმელიანთან და ორ სხვა ბავშვთან ერთად შინ იმყოფებოდა. ეს რამდენიმე მოწმის მიერ არის დადასტურებული.
თუმცა, სასამართლომ ეს ინფორმაცია ალიბიდ არ მიიჩნია, და ბურიაკის ჩვენებებს დაყრდნო. თანაც მისი ეს ჩვენებები უთიერთსაპირისპიროა და მან ის სამჯერ შეცვალა. კერძოდ, სასამართლოზე ბურიაკი ჰყვებოდა, რომ მკვლელობის დღეს კეშიშიანი მას დაფარული ნომრით ურეკავდა. მაგრამ ადვოკატმა განაცხადა, რომ როგორც ბურიაკის ისე კეშიშიანის ტელეფონებში ზარების ისტორიის შესწავლამ ამგვარი ზარის არსებობა არ დაადასტურა.
3.ბრალდების ერთ-ერთი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონას მამასთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა. ერთადერთი მტკიცებულება – ისევ ბურიაკის ჩვენებაა. თუმცა, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებით, იმ საღამოს გოგონას მაღალი სიცხე ჰქონდა. მას წამალი დაალევინეს და მომდევნო დღეს ის უკვე მშვიდად სერნობდა ეზოში ველოსიპედით. დედაც ირწმუნება, რომ ის ვერჟინეს ყოველთვის თავის ხელით ბანდა და მის სხეულზე არავითარი კვალი არ შეუნიშნავს. ადვოკატის თქმით, მთელი ეს ისტორია შეთხზულია.
კომენტარები სოციალური ქსელებიდან
“მიმაჩნია, რომ ნამდვილი მოძალადე თავისუფალია, და ის ან ვიღაცის შვილია, ან ძმისშვილი. და უნდათ, რომ მამას და ბურიაკს შეახოცონ ხელი“.
“როგორ შეიძლება იმ ჭკუასუსტი ბურიაკის ჩვენებებზე დაყრდნობა? მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს – მოხუცი, სულით ავადმყოფი ქალის სასაფლაოზე გაუპატიურება… და მისი ჩვენებებით გადაწყდა მამის ბედი“.
“რამდენჯერმე გააუპატიურა, და გოგონა დუმდა – უცბად კი ბებია უნდა ჩამოსულიყო, და შემთხვევით არ მოუყვეს, და უნდა მოვკლაო. ნეტა სასამრთლოში თვითონ თუ მიხვდნენ, რას ამბობდნენ?“
„პრობლემა ისაა, რომ დღემდე საკუთარი ექსპერტიზის სისტემა არ გვაქვს“.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.