ინციდენტი ხუთშაბათს, 16 მარტს, 21.00. მოხდა. ავტომობილი გაჩერებული იყო დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბთან, დარსალიასა და ძიძარიას ქუჩების კუთხეში.
პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას განიხილავს – დაწვა და თვითაალება.
პროკურორ რუსლან თირკბას თქმით, „აალება მოხდა ძრავის ნაწილში, დათვარიელებულია შემთხვევის ადგილი, ამოღებული ყველა საჭირო ნივთმტკიცება, რომლებიც საბოლოოდ ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის საშუალებას მოგვცემს – თვითაალება თუ დაწვა“.
ბათალ აიბას ნდობით აღჭურვილი პირი – ბლოგერი ახრა სმირი Facebook-ზე თხოვნის სახით წერს, რომ ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
გასულ კვირას ბათალ აიბა, სოხუმის № 4 საარჩევნო ოლქში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მეორე ტურში გავიდა. მისი კონკურენტი ამ ოლქში არის – ერიკ რშტუნი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს