აფხაზეთს 12 მილიონი დოლარი დასჭირდება – დაახლოებით 700 მილიონი რუბლი – იმისთვის, რომ კავკასიის სხვადასხვა მხარეში „მარმარილოს ბაღლინჯოს“ სახელით ფართოდ ცნობილ მწერს გაუმკლავდეს.
მცენარეთა კარანტინის დარგში აფხაზეთის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელი არკადი ჯინჯია მომხდარს უბედურებად აფასებს. ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მეურნეობას უზარმაზარი ზარალი მიადგა, მავნებელმა მწერმა განსაკუთრებულად აფხაზეთის აღმოსავლეთი რაიონები დააზიანა. გალის რაიონში, სადაც ყოველწლიურად 10 ათს ტონაზე მეტ თხილს კრეფდნენ, ამ სეზონზე ოცჯერ ნაკლები მოსავალი მოვიდა.
„მარმარილოს ბაღლინჯო“ ასევე თითქმის ყველანაირ ხილსა და ბოსტნეულს ანადგურებს.
„ეს ფული ქიმიური პრეპარატების, შესაწამლი აპარატებისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად, ასევე – სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 80 ათასი ჰექტრის დასამუშავებლად არის საჭირო“, – თქვა ჯინჯიამ.
აფხაზეთს მავნებელ მწერთან საბრძოლველად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ეხმარება. რესპუბლიკამ უკვე მიიღო 12 მილიონი რუბლი (დაახლოებით 210,000 დოლარი) პრეპარატების შესაძენად. ამ თანხიდან დაახლოებით 5 მილიონი რუბლი გალის რაონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პრეპარატებით დამუშავებისთვის გამოიყო. ამ დღეებში, ქიმიური პრეპარატების სახით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან კიდევ ელოდებიან დახმარებას. თუმცა, დღეისთვის ამ დახმარების განსაკუთრებული ეფექტი ნაკლებად იგრძნობა.
პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ამ პრობლემას რამდენიმე საგანგებო თათბირი მიუძღვნა. ასევე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაურ თარბამ, სასწრფო დახმრების მიღების მიზნით, თავის რუს კოლეგას მიმართა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო