სოხუმი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის – უსახლკარო, ჭაღარაწვერიანი კაცის სიკვდილმა ააფორიაქა, რომელსაც სოხუმში ყველა იცნობდა, როგორც “სოხუმელ შეშლილს”.
ყველასთვის საყვარელი შამილ გალინი, რომელსაც მარადონას ეძახდნენ, როგორც ჩანს, ძალიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ღამით ქალაქის შადრევანში დაიხრჩო. ამ დღეებში სოხუმში ყველას – რიგითი მოქალაქეებსაც და ჩინოვნიკებსაც – ერთი სურვილი აერთიანებთ – გულის ამაჩუყებელი დასაფლავება მოუწყონ უსახლკარო მარადონას.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აფხაზი მოქანდაკე არხიპ ლაბახუა კი მარადონას მომავალი ძეგლის ესკიზის ხატვას შეუდგა. ქანდაკება, შესაძლოა, სოხუმის სანაპიროზე დადგან.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო