აზერბაიჯანში „სანიმუშო სასაფლაოების“ შექმნას აპირებენ
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური სტრუქტურების საპარლამენტო კომიტეტმა რიტუალური მომსხურების სრულყოფის შესახებ კანონი მომზადა. დოკუმენტში შემოთავაზებულია „სანიმუშო სასაფლაოების“ ერთიანი ქსელის შექმნა, სადაც ყველაფრის ფასი საერთო და ხელისუფლების მიერ დადგენილი იქნება.
„სანიმუშო სასაფლაოები“ მთელი რესპუბლიკის ტერიტორიას მოიცავს. დიდ დასახლებულ პუნქტებში სასაფლაოები სახელმწიფოს ბალანსზე იქნება. სოფლებში კი, შესაძლოა, სასაფლაოების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბალანსზე იყოს. დოკუმენტი უკვე სრულად არის მზად, და უახლოეს ხანში განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. შესაძლოა, პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებაც გაიცეს“, – უთხრა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სიავიშ ნოვრუზოვმა გამოცემა Modern.az-ს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანიმუშო სასაფლაოების მართვას, მათ დაცვასა და მომსახურებას. სასაფლაოების გამოყოფილი ნაკვეთები, სასაფლაოს ქვები ყველგან ერთნაირი უნდა იყოს და ხელმისაწვდომი – მოქალაქეების საშუალო ფენისთვის.
ნოვრუზოვმა დასძინა, რომ რელიგიური რიტუალების აღსრულებისთვის განათლებულ სპეციალისტებს მოიწვევენ. „ალბათ იცით,რომ ახლა სასაფლაოებზე მოლებმა უმეტესად არაბული ენაც კი არ იციან“, – ამბობს ნოვრუზოვი.
სასაფლაოებზე არსებული ვითარებისა და რიტუალურ მოსახურების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ JAMnews -ისსტატიაში „სიკვდილი აზერბაიჯანში: ფასები, რიტუალები, წესები“.