აზერბაიჯანში ჟურნალისტი რასიმ ალიევის მკვლელობის მეორე წლისთავს აღნიშნავენ
გაზიარება
გაზიარება
9 აგვისტოს ჟურნალისტ რასიმ ალიევის მკვლელობიდან ორი წელიწადი შესრულდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების, პოლიტიკური მოღვაწეების და საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფმა ბაქოს მახლობლად მდებარე, ჟურნალისტის მშობლიურ სოფელ მეჰტიაბადში მის საფლავთან ალიევის ხსოვნას პატივი მიაგო.
რასიმ ალიევს 2015 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის ჯავიდ ჰუსეინოვის ნათესავებმა და ფანებმა სცემეს. ფეხბურთელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ჟურნალისტის სტატუსმა გაანაწყენა. ” არ მინდა, რომ ევროპაში აზერბაიჯანს ასეთი ცუდად გაზრდილი ადამიანები წარმოადგენდნენ”, – ეწერა სტატუსში. რამდენიმე სატელეფონო მუქარის შემდეგ ფეხბურთელის ნათესავებმა რასიმი “შეხვედრაზე” გამოიძახეს და იქ ხუთმა ერთს უმოწყალოდ სცემა.
რასიმ ალიევი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს, მას ჩატეხილი ნეკნები და შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. ჟურნალისტი 9 -ში, დილით ადრე გარდაიცვალა.
სასამართლომ ცემის ხუთ მონაწილეს 9 -დან 13 წლამდეთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ფეხბურთელ ჯავიდ ჰუსეინოვს “მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის” 4 წელიწადი მიესაჯა. თუმცა, ერთი წლის და 2 თვის პატიმრობის შემდეგ ის გათავისუფლდა და ამჟამად აზერბაიჯანის საფეხბურთო გუნდის ღირსებას იცავს.
რასიმ ალიევის საფლავზე ცნობილი ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები სიტყვით გამოვიდნენ.
“ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო ჩამოყალიბდა. ყველას ჰგონია, რომ ჟურნალისტის ცემა შეიძლება”, – თქვა შაჰველედ ჩობანოღლუმ.
მედიასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა ოპოზიციური პარტია “მუსავატის” ლიდერებმა ისა გამბარმა და არიფ გაჯილიმაც გააკრიტიკეს.
“ეს ხელისუფლება განსხვავებულად მოაზროვნეების მკვლელია. ყოველთვის, როდესაც მოკლულ ჟურნალისტებს ვიხსენებთ, ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ ჟურნალისტების მკვლელობით ისინი ვერაფერს მიაღწევენ”, – განაცხადა “მუსავატის” ექს-ლიდერმა ისა გამბარმა.
ჟურნალისტმა-გამომძიებელმა, სინდისის ყოფილმა პატიმარმა, ჰადიჯა ისმაილმა თქვა: “რასიმის საფლავი მართლაც ძეგლია; ქვეყანაში გამეფებული კრუფციის, უნიჭო მედიცინის, სასამართლო სისტემის დაცემის, და სამართლიანობის არარსებობის ძეგლი”.
ფოტოზე რასიმის საფლავი, მისი დედა და საცოლე, ისა გამბარი და ხადიჯა ისმაილი.