აზერბაიჯანში ოპოზიციონერები ერთობლივ მიტინგზე ვერ თანხმდებიან
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნულმა საბჭომ 2017 წელს ოპოზიციის პირველი მიტინგი დანიშნა. ამის შესახებ ეროვნულ საბჭოში შემავალი სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარემ ალი ქერიმლიმ განაცხადა. აქცია ჩატარდება ლოზუნგებით „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, „არა ძარცვას!“, „არა კორუფციას!“, „არა ოჯახურ მმართველობას“
მიტინგის ჩატარება დაგეგმილია 9 აპრილს ბაქოს სამალსკის რაიონში, სტადიონ „მახსულზე“. ამის შესახებ ქალაქ ბაქოს აღმასრულებელ ხელისუფლებას წერილი გაეგზავნა.
ეროვნული საბჭოს ამ ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია.
პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილემ ელმან ფაჰათმა განაცხადა, რომ სავარაუდო მიტინგი „მუსავათში“ არც კი განიხილება. „ამ მსჯელობებში მონაწილეობის მიღების სურვილიც კი არ მაქვს“, – გადმოსცემს ფაჰათის სიტყვებს გაზეთი „იენი მუსავათი“.
პარტია „მუსავათის თავმჯდომარის მეორე მოადგილემ ფარაჯ ქერიმლიმ Facebooke-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ 17 მარტს ჩვენმა ბაღშანმა (თავმჯდომარე) არიფ გაჯილიმ მართველობის კრება მოიწვია და გვაცნობა, რომ მას პოლიტიკურმა ემიგრანტმა ემინ ჰუსეინოვმა (პატიმრობაში მყოფი ვიდეობლოგერის მეჰმან ჰუსეინოვის ძმა) მიმართა ერთობლივი მიტინგის ჩატარების წინადადებით, რომლის ლოზუნგიც იქნებოდა – „თავისუფლება მეჰმან ჰუსეინოვსა და სხვა პოლიტპატიმრებს. ჩვენ ამ წინადადებას დადებითად მოვეკიდეთ. თუმცა, სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად ჩაეტარებინათ საკუტარი მიტინგი. წარმატებებს ვუსურვებ მათ“.
სხვა ოპოზიციური მოძრაობის „რესპუბლიკური ალტერნატივას“(РеАл) აღმასრულებელმა დირექტორმა ნატიგ ჯაფარლიმ განაცხადა, რომ „რე ალი“, როგორც ორგანიზაცია, ამ მიტინგში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მოძრაობის წევრებს სრული თავისუფლება აქვთ, და შეუძლიათ მონაწილეობის თაობაზე ინდივიდუალურდ მიიღონ გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით არანაირი მითითებები არ გაიცემა, – გადმოსცემს სააგენტო „Report.az“.
მმართველი პარტია „იენი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ სიავუშ ნოვრუზოვმა მკვეთრად გააკრიტიკა ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება. „ამგვარი მიტინგის ჩასატარებლად არანაირი სოციალური დაკვეთა არ არსებობს. მათ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თავიანთ ვირტუალურ სამყაროში სხედან, და არა საზოგადოების გვერდით. ეს მიტინგი არის აზერბაიჯანის მოძულე და პროამერიკული ძალების პირდაპირი შეკვეთა“, – ციტირებს ნოვრუზოვის სიტყვებს გაზეთი „იენი მუსავათი“.
აზერბაიჯანის დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაარსდა. ეროვნული საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო ცნობილი კინოდრამატურგი რუსტამ იბრაგიმბეკოვი. თუმცა, რუსეთის მოქალაქეობის გამო, მან ვერ შეძლო არჩევნებში კანდიდატად თავის წარდგენა, და ამიტომ ამ ორგანიზაციის სახელით კანდიდატი გახდა ისტორიკოსი ჯამილ ჰასანლი. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰასანლიმ ხმათა 5,5% დააგროვა