აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანშიირანიდან ჩამოსულ რუსეთის მოქალაქესკორონავირუსი დაუდგინდა, – იუწყება Turan აზერბაიჯანის მთავრობასთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
ინფიცირებული საავადმყოფოს სპეციალურ ინფექციურ ბოქსში მოათავსეს. მისი მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის სტაბილურია. ამ ადამიანის სახელსა და იმას, თუ კერძოდ რომელ საავადმყოფოშია ის მოთავსებული, არ იუწყებიან.
დაიწყო იმ ადამიანების შემოწმება, ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა ურთიერთობა.