აზერბაიჯანში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს
გაზიარება
გაზიარება
ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ოპზიციური გაზეთი „აზალდიგის“ ფინანსურ დირექტორს, ფაიგ ამირლის პატიმრობის დარჩენილი ვადა პირობითი სასჯელით შეუცვალა. ამირლი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
24 ივლისს ამირლის 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამირლი აზერბაიჯანის ყველა უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ პოლიტიკურ პატიმრად არის ცნობილი და შესაბამის სიებში შეტანილი. ჟურნალისტების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამირლის დაპატიმრება დაგმო და მისთვის „უაზრო ბრალდებების“ მოხსნის მოწოდებით გამოდიოდა.
თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დღევანდლამდე არაერთხელ უარყო ამირლისთვის პატიმრობის რეჟიმის შერბილების შესახებ დაცვის შუამდგომლობა, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა.
ამირლი ბოლო კვირის განმავლობაში გათავისუფლებული კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარია – მანამდე გაათავისუფლეს საინფორმაციო სააგენტო „ტურანის“ დირექტორი მეჰმან ალიევი, ასევე 14 რელიგიური აქტივისტი, რომლებიც 2015 წელს „ნარდარანის საქმის“ გამო იყვნენ მსჯავრდებულნი.
ექსპერტები ახალი აზერბაიჯანული „დათბობის“ ორ მიზეზს ასახელებენ; ეს არის ხელისუფლების რეაქცია ჟურნალისტების მიერ საეჭვო ხარჯების თაობაზე ჩატარებული გამოძიების შედეგების საპასუხოდ, რომლითაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დასავლელი ჩინონოვნიკების ლოიალურობას ყიდულობდნენ და ფულს ათეთრებს, ეგრეთ წოდებული Laundromat.