ახალგაზრდა მამაკაცს ბროწეულის წნელებით სასიკვდილოდ სცემეს, რათა მისგან ავი სულები განედევნათ. როდესაც ოჯახმა გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა, მკურნალობის ასეთი თავისებური გზა აირჩია. საქმეზე ექვსი ადამიანია დაკავებული.
გამოძიების ვერსია
გარდაცვლილი მურად სოლტანოვი 25 წლის იყო და ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა, რასაც თან გულყრები ახლდა. ახალგაზრდა მამაკაცის მამამ გადაწყვიტა, რომ ეს მასში დაბუდებული ავი სულების ბრალი იყო. ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მან მიაგნო ადამიანებს, რომლებიც თითქოს ყველანაირი უწმინდურობის განდევნით იყვნენ დაკავებულები, და მათ „მკურნალობის“ თანხა გადაუხადა. ეგზორციზმის ადათი ბროწეულის წნელებით ცემაში გამოიხატება. ის რამდენიმე საათს გრძელდება, რის შედეგადაც ეს ახლგაზრდა გარდაიცვალა.
დაკავებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შემდეგი მუხლებით: 126.3-ე (სხეულის მძიმე დაზიანება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა) და 138.2.-1-ე (კანონით აკრძალული მკურნალობის მეთოდების გამოყენება, რასაც სიკვდილი მოჰყვა) თავად დაკავებულები კი ირწმუნებიან, რომ უბრალოდ ხალხურ მეთოდს იყენებდნენ: „ჩვენს მას ასე ადრეც ვმკურნალობდით, მაგრამ უკანასკნელი სეანსის დროს სოლტანოვი უეცრად გარდაიცვალა“.
საზოგადოების რეაქცია
სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა მომხდარით შეძრწუნებული იყო:
„რა სიბნელეა, არადა 21- ე საუკუნეში ვართ“;
„რა საშინელებაა! კიდევ კარგი, კოცონზე კუდიანებს მაინც არ წვავენ“;
„სად იყურება უბნის და ქალაქის ხელისუფლება, თუკი იციან, რომ ქალაქში ვიღაც ამ საქმიანობას ეწევა? ალბათ ქრთამს იხდიდნენ, ყველაფერი წყნარად და მშვიდობიანად კეთდებოდა, და აი, არ გაუმართლათ – კაცი მოკვდა, და ყველაფერი გააფუჭა!“
მაგრამ ისეთებიც გაჩნდნენ, ვინც ამგვარი მეთოდების დასაცვად გამოვიდა:
„სინამდვილეში ეს წნელები – პატარა ჯოხებია,რომლებსაც სრულიად სიმბოლურად ურტყამენ ავი სულით შეპყრობილ ადამიანს. იმ ტოტებით მთელი დღე რომ სცემო ადამიანს, მაინც ვერ მოკლავ. ადამიანები ასეთ პრაქტიკას კარგი ცხოვრების გამო არ მიმართავენ. ოფიციალური მედიცინა მკურნალობას არ სთავაზობს, ვერ განმარტავს, თუ რატომ ეწყება ფსიქიკურად ჯანსაღ ადამიანს უეცრად გულყრები. ხალხური მკურნალობა ყურანის უბრალო კითხვაში გამოიხატება. არავითარი წამლები ან ქიმია. ლეტალური შედეგები შესაძლებელია, როდესაც ავ სულს გამოსვლაზე ვერ ითანხმებენ“.