აზერბაიჯანი: გასული ზამთრის მთავარი ფოტოსურათის ისტორია
გაზიარება
გაზიარება
თუკი აზერბაიჯანის სოფელ დელექლის მცხოვრები მანქანის ყიდვას დააპირებს, დიდი ალბათობით, „ნივას“ შეიძენს. აქ „პორშე“ ვერ ამოვა. წელს კი ზამთარიც მკაცრი გამოდგა – მუხლამდე თოვლი მოვიდა.
სოფელში არის სკოლა, მაგრამ აქ მხოლოდ პირველი ცხრა კლასის მოსწავლეები სწავლობენ. მეათე და მეთერთმეტეკლასელი მოსწავლეები რაიონული ცენტრის, იარდიმლის სკოლაში დადიან.
.სკოლამდე მისაღწევად ბავშვებს თითქმის ერთი კილომეტრის გავლა უწევთ. შორი არ არის მაგრამ თოვლიან ამინდში, როდესაც უმცროსკლასელებს გზის გაკვალვა უჭირთ, მასწავლებელი ნაჯაფ მაგერამოვი თავის მოწაფეებს სკოლამდე აცილებს ხოლმე.
ეს ფოტო ადგილობრივი კულტურის სახლის თანამშრომელმა, ვინმე საკიტ ზიადოვმა გადაიღო. ფოტომ ინტერნეტში მოხვედრისთანავე განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და ნამდვილად შეიძლება, გასული, უჩვეულოდ თოვლიანი ზამთრის მთავარ ილუსტრაციად მივიჩნიოთ.