აზერბაიჯანის საგარეო სქმეთა მინისრტმა მოსკოვში განაცხადა: „სომხეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია“
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის საგარე საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, რუსეთში თავისი ოფიციალური ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მოცემულ მომენტში სომხეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია“.
მისი სიტყვებით, სომხური მხარე მოლაპარაკებებზე არ მიდის: „ჩვენ მათ შევთავზეთ სუბსტანციური მოლაპარაკებების გაგრძელება, თუმცა სომხური მხარე ამას არ დათანხმდა“, – გადმოსცემს მამედიაროვის ნათქვამს საინფორმაციო სააგენტო АПА.
2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მამედიაროვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია ამ თარიღის შემდეგ მოლაპარაკებები გააგრძელოს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი 6-7 მარტს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში და შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის საგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინთან, ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერ ილიას უმახანოვთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მხარეები ჯერ კიდევ შორს არიან საკვანძო საკითხებში შეთანხმებისგან. თუმცა, ლავროვის თქმით, გარკვეულ საკითხებში მოხერხდა საერთო აზრის მიღწევა. „ეს არის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების საკითხები, ესაა ჰუმანიტარული საკითხები, იმ რაიონების დაბრუნების საკითხი, რომლებიც ახლა ყარაბაღის გარშემო მდებარეობს და აზერბაიჯანის მიერ არ კონტროლდება; ასევე მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის საკითხი – რასაკვირველია, იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, რომლებიც იქ ცხოვრობენ. და აგრეთვე – საერთაშორისო სამშვიდობო ძალების პარამეტრების შეთანხმების საკითხიც“, – გადმოსცემს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ასპექტთა უმრავლესობაში არსებობს თანხმობა: „მაგრამ ორი-სამი კონკრეტული თემა, რაც საბოლოო პაკეტისთვის საკვანძო საკითხებს წარმოადგენს, ჯერ ისევ არ განიხილება. და არ მოგატყუებთ – ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ისეთი სიტუაციისგან, როდესაც მხარეები ამ ასპექტებისადმი საერთო მიდგომას შეიმუშავებენ“, – დასძინა ლავროვმა.
წელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაგეგმილია რიგი ოფიციალური ორმხრივი ვიზიტებისა, მათ შორის – უმაღლეს დონეზეც.
„ვფიქრობთ, რომ შედგება ვიზიტი მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე (რუსეთის ფედერაციის დმიტრი მედვედევის ბაქოში)“, – განაცხადა ე. მამედიაროვმა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ილიას უმახანოვთან სამშაბათს გამართული შეხვედრის დროს. მოსალოდნელია, ალბათ, ჩვენი პრეზიდენტის (ილჰამ ალიევის) მოსკოვში ვიზიტიც“, – გადმოსცემს სააგენტო „ინტერფაქსი“.