ბაქოს მარათონის მონაწილეები ცდილობდნენ, „ქარისთვის გაესწროთ“. გარბენის სტარტზე თითქმის 13 ათასი ადამიანი გამოვიდა. ბაქოს მეორე მარათონმა, ლოზუნგით „ გაასწარი ქარს“, სტარტი 30 აპრილს, დილით სახელმწიფო დროშის მოედანზე აიღო და 4,5 საათში ოლიმპიურ სტადიონზე ფინიშს მიაღწია.
გარბენში დაახლოებით 13 000 ადამიანი მონაწილეობდა , მათ შორის ათასი – უცხოელი იყო ათი სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს. ყველაზე უფროსი მორბენალი იყო ბაქოელი ქალბატონი ასია აბდულაევა – 81 წლის. გარბენში გაიმარჯვეს თურქეთის მოქალაქეებმა. მამაკაცებს შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვეისი ასლანს, ხოლო ქალებს შორის – იაილა კილიჯს.
პრიზიორებს, ჰეიდარ ალიევის ფონდის სახელით, მედლები, საჩუქრები, და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეთა შორის ბევრი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის – მთავრობის ვიცე-პრემიერი, სამი მინისტრი, და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორივე ქალიშვილი.