ასობით მანქანა დგას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საცობში. ეს ვიდეო 8 აგვისტოსაა გადაღებული, ლარსის რუსულ ნაწილში. დღის 12 საათისთვის აქ უკვე უზარმაზარი საცობი იყო.
ამ გრძელ რიგში მდგარი ადამიანების უმეტესობა რუსი ტურისტები არიან, რომელიც საქარველოში დასასვენებლად მოემართებიან. აქ არიან ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმავალი მანქანებიც.
ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის რუსულ მხარეს ამ საცობს იმით ხსნიან, რომ საზღვარს ტურისტების დიდი ტალღა მოაწყდა და მესაზღვრეები მათ გატარებას ვერ აუდიან. მხოლოდ ერთ დღეში საზღვარი 14 ათასმა ადამიანმა გადაკვეთაო, ამბობენ ლარსზე. ამასთან, “ზემო ლარსის” დღიური გამშვები ნორმა სამჯერ მცირეა.
სიტუაციას ართულებს საშინელი სიცხეც. გუშინ აქ 40 გრადუსზე მეტი სითბო იყო და ბევრს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.