ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია ВВС-მა მამაკაცი წამყვანების ხელფასების შემცირების გეგმის თაობაზე განაცხადა. ეს ქალების დისკრიმინაციის დაძლევის კამპანიის ფარგლებში კეთდება.
ამჟამად ВВС-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს შორის (ვინც წელიწადში 150 000 ფუნტზე მეტს იღებს) – 62 მამაკაცი და 34 ქალია. ამ სიის სათავეში დგას დიჯეი და რადიოწამყვანი კრის ევანსი (2,2 მილიონი ფუნტი), მას მოსდევს ფეხბურთის კომენტატორი ჰარი ლინკერი (1.8 მილიონი), ყველაზე მდიდარი წამყვანების სიის სამეულს კი გრემ ნორტონი (900 000) ხურავს.
შედარებისთვის: ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელევარსკვლავი – ქალი, საცეკვაო შოუს წამყვანი კლაუდია ვინკელმანი გასულ წელს 500 000 ფუნტს იღებდა.
ВВС-ის გეგმების მიხედვით, მამაკაცი-წამყვანების ხელფასები შემცირდება, ქალების კი – გაიზრდება. 2020 წლისთვის კორპორაცია მათ სრულად გათანაბრებას გეგმავს.
ეს გეგმა ბრიტანულმა საზოგადოებამ კეთილგანწყობით მიიღო. კულტურის მინისტრმა ამას დისკრიმინაციის დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა. მამაკაც წამყვანებს ამის შესახებ უარყოფითი აზრი საჯაროდ არ გამოუთქვამთ.