ჩხუბი პარლამენტში ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას
გუშინდელმა ჩხუბმა საქართველოს პარლამენტში შესაძლოა შეარყიოს ქვეყნის უკანასკნელი წარმატებები, პირველ რიგში, ევროკავშირის მიერ სავიზო მოთხოვნების გაუქმება შენგენის ზონაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისათვის. ტელეეთერით გადმოცემული ძალადობა პოლიტიკოსებს შორის უკანასკნელად დაფიქსირდა წინა წლის ოქტომბრის არჩევნებისას.
JAMnews 19 აპრილის რეპორტი : დღეს პარლამენტში ჭიქებს, პასტებს და საფერფლეებს ისროდნენ. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი ჩხუბი
საქართველოს საზოგადო მოღვაწეები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ სატელევიზიო შენობასა და სამთავრობო შენობაში ჩხუბის გამო. თუმცა, აგრესიული პარლამენტარების საწინააღმდეგო ზომები ქმედუუნარო აღმოჩნდა. მიუხედავად პოლიტიკოსებს შორის არცთუ ისე ხშირი ფიზიკური დაპირისპირებისა, მოვლენების ამგვარი განვითარება საპირისპირო მოსაზრებების შეხვედრისას ყოველთვის მოსალოდნელია.
თუმცა ამჟამად, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიღწია გარკვეულ წარმატებას ევროპასთან ინტეგრაციის საკითხში, უმჯობესი იქნებოდა, რომ ქვეყნის პოლიტიკოსები დაფიქრებულიყვნენ საკუთარ საჯარო საქციელზე, და იმაზე თუ, როგორ აღიქვამენ მას იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა წევრობისკენაც მიისწაფვის საქართველო.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველი პოლიტიკოსები ვერ სცილდებიან იმ მოსაზრებას, რომ ის, რაც ხდება საქართველოში, რჩება ქვეყნის შიგნით, და რომ საშინაო საკითხები (და მტრობა) არ ახდენს გავლენას თბილისის საერთაშორისო ძალისხმევაზე. შარშან, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა კომენტარი გააკეთა საქართველოში სატრანსპორტო მოძრაობის კატასტროფულ მდგომარეობაზე, და ურჩია ქვეყანას დაუყოვნებლივ გაეტარებინა სატრანსპორტო რეგულაციების რეფორმა. ჰოლ ჰოლის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ გამოწვია მრისხანე რეაქცია, რომელიც გასაკვირი იქნებოდა მხოლოდ იმათთვის, ვისთვისაც უცნობია საქართველოს ჩვეული წინააღმდეგობრივი პასუხი კრიტიკაზე, მაშინაც კი, როდესაც ის არის სრულიად გამართლებული.
განსაკუთრების შოკისმომგვრელი იყო საფრანგეთში მოღვაზე ყოფილი დიპლომატის, სალომე ზურაბიშვილის პასუხი, როდესაც მან განაცხადა, რომ ამგვარ საშინაო საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ არის ელჩ ჰოლ ჰოლის საქმე, მაშინ, როდესაც მისი, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნის წარმომადგენელის მხრიდან, სრულიად გამართლებული იყო მსგავსი შენიშვნის გაკეთება.
ასეა თუ ისე, ნებისმიერ ქართველს, ვისაც მიაჩნია, რომ ქართველი მძღოლების უმრავლესობა, რომელიც არაფრად აგდებს საგზაო წესებს, არ წარმოადგენენ ხიფათს ევროპისათვის, არის სრულიად უმეცარი.
საქართველო უფრო მეტად შეფასდება (და ალბათ უკვე შეფასდა კიდეც) არა იმდენად ეკონომიკური, ტურისტული ან სასამართლო მაჩვენებლებით, რომლითაც ხელისუფლება ასე ტრაბახობს ევროპის წინაშე, რამდენადაც მის ხალხთან დაკავშირებული საგრძნობი ხარვეზებით.
ბრძენი დიპლომატები, რომლებიც ურთიერთობენ ლონდონის, ვაშინგტონის, პარიზის ან ბერლინის გავლენიან წრეებთან, მაინც რჩებიან ადამიანებად, შესაბამისად მათი შთაბეჭდილებები საქართველოზე იქმნება მეტწილად ქართველი მოქალაქეების მიერ; თუ როგორ მოძრაობენ ისინი ავტომობილით, როგორ ეპყრობიან ქალებს, როგორ რეაგირებენ ლგბტ აქციაზე.
პირად დონეზე, ქართველი ჯარისკაცების მიერ ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილი ან მზარდი ტურისტული ინდუსტრია ახდენს ბევრად ნაკლებ გავლენას, ვიდრე დღეში ათჯერ დანახული ბეწვზე აცილებული საგზაო ავარია და ოჯახურ ძალადობაზე ერთი მეორის მიყოლებით მოსმენილი ამბები.
რა თქმა უნდა, უცხოელების მიერ ქვეყნის შეფასება მძღოლების ქცევისა და ჰომოფობიური უმცირესობის ძალადობრივი ქმედებებით არ არის მართებული, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებსაც ყოველთვის არ გამოსდით მაღალმორალური ქცევის ჩვენება.
ქვეყანათა უმრავლესობაში საჯარო მოსამსახურეები და არჩეული თანამდებობის პირები არიან ერის საუკეთესო წარმომადგენლები. შესაბამისად, საქართველოს არმცოდნე ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ხედავს ქვეყნის პოლიტიკოსების: ხელმძღვანელების, მინისტრებისა და კანონმდებლების ხელჩართულ ჩხუბს და მათ მიერ საგნების სროლას, (თავისთავად) შეექმნება შემაძრწუნებელი შთაბაჭდილება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე.
მაშ შემდეგ, რაც ევროპელი პარლამენტარები, რომლებიც თბილისიდან 100 მილის მოშორებითაც კი არ ყოფილან, ჩვეულებისამებრ კომფორტული ბრიუსელიდან ინტერნეტის საშუალებით ნახავენ, თუ როგორ უყვირიან ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები, ადვილი წარმოსადგენია მათი მხრიდან სავიზო მითხოვნების გაუქმების მართებულობაზე ფიქრი. თუმცა, დასავლეთის თანამდებობის პირების მოვალეობაში არ შედის საქართველოს ახლოს გაცნობა და, შესაბამისად, იმისა ცოდნა, რომ ამგვარი ძალადობრივი ფეთქებადობა არ ატარებს სერიოზულ ხასიათს (საშინაო დონეზე) და ზოგადად არ ასახავს ქართველი ხალხის ბუნებას.
ქვეყნის კულტურული და ქცევითი თავისებურებების გაგება საჭიროებს არაერთ წელს და ადგილობრივი ურთიერთობის საფუძვლიან გამოცდილებას. მაგრამ, დასავლელ დიპლომატებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორებიცაა ბრექსიტი, პუტინთან ურთიერთობა, კრიზისი ახლო აღმოსავლეთში და მრავალი სხვა, უბრალოდ არ აქვთ დრო ( და ინტერესი) შეურიგდნენ იმას, რომ გარემოება, როდესაც ჭარბწონიანი მამაკაცი უყვირის და ურტყამს თავის ოპენენტს რიგებს შორის გასასვლელში არ ასახავს ქვეყნის ერთიან სახეს. საქართველომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მისი მოქალაქეები, განსაკუთრების პოლოტიკოსები და დიპლომატები, იქცეოდნენ როგორც ზრდასრული ადამიანები, და ამგვარად დაამტკიცოს, რომ არის ღირსი გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი.
საქართველოს ხელისუფლება თამამად საუბრობს ევროპასთან და ნატოსთან პარტნიორობაზე, რომელიც სინამდვილეში არ არის თანასწორი; საქართველოს მართლაც სჭირდება დასავლეთი, მაგრამ ქვეყნის პარლამენტარებს არ უყვართ იმის აღიარება, განსაკუთრების ამომრჩევლების წინაშე, რომ დასავლეთს მაინც და მაინც არ სჭირდება საქართველო.
საშინაო კრიზისი, ტრამპის პრეზიდენტობით გამოწვეული არასტაბილურობა და გაურკვევლობა, რუსეთის დაპირისპირება ძველ მტრებთან და ახლო აღმოსავლური ომები აიძულებს დასავლეთს, დააყენოს სხვა პრიორიტეტები საქართველოზე მაღლა, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს მთავარი პრიორიტეტი არის დასავლეთი. ამგვარად, დღევანდელ პირობებში საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარი საერთაშორისო რეპუტაციაზე.
ტიმ ოგდენი, ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისიდან