ჩრდილოეთი კავკასიის მცხოვრების ტრაგიკულ ისტორიაზე გადაღებულმა ჰოლივუდურმა ფილმმა ოსურ საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია
ახალი ჰოლივუდური ფილმი „შედეგები“(Aftermath), რომელიც ჩრდილოეთი კავკასიის მცხოვრები ვიტალი კალოევის ტრაგიკული ისტორიის მოტივებზეა გადაღებული, მოსკოვის საერთაშორისო მულტიმედიურ პრესცენტრში „რუსეთი დღეს“ გამართულ დახურულ ჩვენებაზე კრიტიკულად შეაფასეს.
„ფილმში რელური ფაქტები ძლიერ დამახინჯებულია. ფილმის შემქმნელები კალოევს ერთხელაც არ დაკავშირებიან“, – ამბობდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ჩვენებას ესწრებოდნენ.
ფილმი გაქირავებაში ოფიცილურად ამ კვირაში გამოვა – 7 არილს.
ის ჩრდილოეთი ოსეთის მაცხოვრებლის ვიტალი კალოევის ისტორიის მოტივებზეა გადაღებული. კალოევის ოჯახი გერმანიაში, ბოდენის ტბის თავზე 2002 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა. კალოევმა ცოლი და ქალიშვილი დაკარგა. ის მართლმსაჯულების განაჩენს არ დაელოდა, მოძებნა და თავად მოკლა ტრაგედიაში დამნაშავე ავიადისპეტჩერი, რომლის შეცდომის შედეგადაც ორი თვითფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.
ფილმის მოქმედება აშშ-შია გადატანილი. არნოლდ შვარცნეგერი მასში ასრულებს მამის როლს, რომელმაც ავიაკატასტროფაში ოჯახი დაკარგა და შურისძიება სწყურია. დიპტჩერის როლს, რომელსაც მთავარი გმირი თავისი ოჯახის წევრების სიკვდილში ადანაშაულებს, სკუტ მაკნეიერი თამაშობს.
“შვარცნეგერს სრულიად არ აქვს კავკასური იერი. ოდნავდაც კი. გამადიდებელი შუშითაც კი ვერ აღმოაჩენ საერთოს. ჩვენების წინ მინდოდა, მერწმუნა, რომ შეძრული დავრჩებოდი. მაგრამ შვარცნეგერი ძალიან ცუდად თამაშობს. ამ მსახიობის აქტივში არის ფილმი სახელწოდებით „სიმართლისმაგვარი სიცრუე“. სამწუხაროდ, ვიტალი კალოევის შესახებ გადაღებულ ფილმსაც შეიძლებოდა იგივე სახელი რქმეოდა.
8 თებერვალს გამოსული ფილმის ოფიციალური ტრეილერის ანოტაციაში ნათქვამი იყო, რომ ის პრეტენზიას არ აცხადებს რეალური ამბის აღდგენაზე და უბრალოდ რეალური ისტორიის მოტივებზეა გადაღებული. „ორი უცნობი ადამიანი განუყრელად ეჯაჭვება ერთმანეთს დამანგრეველი ავიაკატასტროფის შემდეგ“, – ნათქვამი იყო ტრეილერის ანოტაციაში.
ამ თემაზე აზრი გამოთქვა ასევე მწრალმა და ჟურნალისტმა ქსენია კასპარიმ, დოკუმენტური რომანის „შეჯახების“ ავტორმა, რომელშიც კალოევის ისტორიაა გადმოცემული. რომანი გაყიდვაში აპრილის ბოლოს გამოვიდა.
„წიგნი ვიტალი კალოევის უშუალო მონაწილეობით არის დაწერილი. მან ერთ-ერთმა პირველთაგანმა წაიკითხა და მოიწონა ხელნაწერი. ძალიან ვემადლიერები მას ნდობისა და გულწრფელობისთვის. მე ასევე თავი მოვუყარე იმ ადამიანების მოგონებებს, რომლებიც ტრაგედიის პირველ დღეებში და დისპეტჩერის მკვლელობის შემდეგ მიმდინარე ძიების დროს მის გვერდით იყვნენ. გადავხედე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებულ უამრავ დოკუმენტს, გავეცანი კალოევისა და მოწმეების დაკითხვის ოქმებს. ეს იყო უზარმაზარი და რთული საქმე, და ძალიან მიხარია, რომ მისი ბოლომდე მიყვანა შევძელი“, – წერს კასპარი Facebook-ზე.
- 2002 წლის 1 ივლისს რუსული ავიაკომპანია „ბაშკირეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომლითაც ბავშვები მოსკოვიდან ბარსელონაში დასასვენებლად მიფრინავდნენ, კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავს შეეჯახა. ყველა ბორტზე მყოფი, მათ შორის კალოევის ცოლი და ორი შვილი, დაიღუპა. მოგვიანებით გამოძიებამ კატასტროფის გამო პასუხისმგებლობა შვეიცარიულ კომპანია Skyguide-ს დააკისრა.
- 2004 წლის 24 თებერვალს ავიადისპეტჩერი პიტერ ნილსენი, რომელიც კატასტროფის მომენტში Skyguide-ის სადისპეტჩეროში მორიგეობდა, შვეიცარიაში, საკუთარი სახლის ზღურბლზე მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიტალი კალოევი დააპატიმრეს. კალოევმა განაცხადა, რომ მან ნილსენს ბავშვების ფოტოები უჩვენა და უნდოდა, მისგან ბოდიში მიეღო. მაგრამ ნილსენმა მას ხელი ჰკრა და ფოტოები დააყრევინა. ვიტალი კალოევის თქმით, ამის შემდეგ რა მოხდა, მას აღარ ახსოვს. 2005 წელს შვეიცარიის სასამართლომ კალოევი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- 2007 წლის ნოემბერში ვიტალი კალოევი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და ის რუსეთში დაბრუნდა. ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნებულს თანამემამულეები აღფრთოვანებით შეხვდნენ. 2008 წელს კალოევი ჩრდილოეთ ოსეთის მშენებლობისა და არქიტექტურის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.