ტერაქტი ეგვიპტეში: დაღუპულია 40-მდე ადამიანი
სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა ეგვიპტეში, ორ კოპტურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქებების შედეგად.
https://www.youtube.com/watch?v=W4XPfhUfkzk
ეგვიპტის ხელისუფლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტმა-თვითმკვლელებმა ააფეთქეს.
პირველი აფეთქება მარ-გირგისის ეკლესიაში, ეგვიპტურ ქალაქ ტანტაში მოხდა. ეს ქალაქი ქაიროს ჩრდილოეთით მდებარეობა. ტანტაში 26 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი დაშავდა.
რამდენიმე საათში აფეთქება გაისმა ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიაში. დაიღუპა 11 ადამიანი, დაჭრილია 66.
ალექსანდრიის ეკლესიაში აფეთქების მომენტში იმყოფებოდა კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი თეოდორე მეორე. ის არ დაშავებულა. მედიაში აფეთქების შემდეგ გადაღებული თეოდორე მეორის ფოტოები გავრცელდა:
კოპტურ ეკლესიებში მორწმუნეები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო “ისლამურმა სახელმწიფომ”.
ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
[yes_list]
- ქრისტიან კოპტებზე თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა 2013 წელს ეგვიპტეში მომხდარი გადატრიალების შემდეგ. 2013 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში სამხედრო მთავრობა მოვიდა, რომელმაც გააძლიერა ბრძოლა ისლამისტების წინააღმდეგ. გადატრიალების შედეგად ჩამოგდებული პრეზიდენტის მოჰამედ მუსრის და მისი მოძრაობის “მუსულმანი ძმების” მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მუსრის ჩამოგდებასა და სამხედრო გადატრიალებას ქრიასტიანები უჭერდნენ მხარს.
- 2016 წლის დეკემბერში ქაიროში კოპტურ ეკლესიაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
- 2017 წლის 1 აპრილს ტანტაში პოლიციის შენობასთან აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
- 2017 თებერვალში “ისლამურმა სახელმწიფომ” დაანონსა, რომ კოპტებზე ახალ თავდასხმებს გეგმავდა.
- კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ.
- კოპტური მართლმადიდებლური ეკლესია ყველაზე დიდი ქრისტიანული თემია ეგვიპტეში. კოპტების დიდი ნაწილი ეგვიპტეში ცხოვრობს.
- კოპტი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ მათი რელიგია ჩვენი წელთა აღრიცხვის 50-ე წელს უკავშირდება. ამ წელს გადმოცემის თანახმად, მარკოზ მახარებელმა ეგვიპტეში იმოგზაურა. კოპტებმა მარკოზი პირველ პატრიარქად და თავიანთი ეკლესიის მეთაურად აირჩიეს.
- კოპტური ეკლესია მსოფლიო ეკლესიას ჩვენი წელთა აღრიცხვის 451 წელს მეოთხე ქალკედონური კრებისას გამოეყო, იესო ქრისტეს ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო.
[/yes_list]