ვატიკანის საიდუმლო არქივიდან, სომხეთს გენოციდთან დაკავშირებული დოკუმენტები მიაწოდეს
დღეს ვატიკანის საიდუმლო არქივიდან ერევანში არსებულ სომეხთა გენოციდის ინსტიტუტ-მუზეუმს სომეხთა გენოციდთან დაკავშირებული საბუთები გადაეცა.
სომეხთა გენოციდის ინტიტუტი-მუზეუმი 1995 წლის აპრილში დაარსდა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ისტორიული ფასეულობის მქონე დოკუმენტები და ფოტოები, ასევე სხვადასხვა მასალა, რომელიც სომეხთა გენოციდის ფაქტისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის დამოკიდებულებას ეხება.
სომეხთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიაში მე-20 საუკუნეში მოხდა – იმ პერიოდში, როდესაც ხელისუფლების სათავეში ახალი თაობის თურქები იყვნენ – მასობრივ დეპორტაციას დაექვემდებარა და განადგურდა 1,5 მილიონი სომეხი. სომხეთში ყოველწლიურად 24 აპრილს ამ დანაშაულის მსხვერპლებს იხსენებენ.
მუზეუმს დოკუმენტები გადასცა სატელევიზიო პროგრამა „წარმოშობით სომხები“-ს ავტორმა მანანა აკოპიანმა. მისი თქმით, ვატიკანში არსებობს საბუთების ვრცელი სია, რომელიც სომხების გენოციდს ეხება, მოცემულ მომენტში კი მუზეუმს მხოლოდ მათი ნაწილი გადაეცემა.
„ეს მოპოვებული დოკუმენტები – ჩვენთვის ახალია, ისინი გაციფრულებულია, თუმცა ჯერჯერობით შეუსწავლელია. ეს ახალი ფაქტებია და საჭიროა მათი გადათარგმნა, განხილვა, ანუ ბევრი სამუშაოა“, – თქვა მანანა აკოპიანმა.
სომეხთა გენოციდის ინსტიტუტი-მუზეუმის დირექტორის მოადგილემ სურენ მანუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტები ჯერ კიდევ შესასწავლია, თუმცა დოკუმენტებს შორის მან უკვე შენიშნა ოსმალეთის იმპერიაში ვატიკანის წარმომადგენელთა ბლანკები, რაც უკვე მათ მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს.
„ლაპარაკია ელჩებზე, რომლებიც იმ წლებში ოსმალეთის იმპერიაში მუშაობდნენ. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ეს საბუთები დიპლომატიურ ჩანაწერებს წარმოადგენს. არის როგორც ხელნაწერი, ასევე დაბეჭდილი დოკუმენტები. ეს არის ძალიან ფასეული მასალა, რომელიც მუზეუმსა და ჩვენს გამოკვლევებშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, – თქვა სურენ მანუკიანმა.
პუბლიკაციაში მოყვანილი ტერმინები, ტოპონიმები და აზრები არ არის აუცილებელი, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების იდეებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ან ძალადობისკენ მოწოდებად შეფასდება, ანდა სხვა მიზეზებით ეთნიკურად მიუღებელი აღმოჩნდება.