სომხეთს დევნილებისთვის უსაფრთხო ადგილად განიხილავენ
აშშ-ის კონგრესის სომხურ-ამერიკული მეგობრობის ჯგუფი და ამერიკის „აი დატის“ კომისია გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სომხეთს დევნილებისთვის უსაფრთხო ადგილის სტატუსი მიენიჭოს.
ვაშინგტონის კომისიის „აი დატის“ აღმასრულებელი დირექტორი არამ ამბარიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთი სრულიად შეესაბამება დევნილებისთვის უსაფრთხო ტერიტორიის განსაკუთრებული სტატუსის სტანდარტებს.
“სომხეთმა გადაიტანა გენოციდი, სომეხ ხალხს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ განუცდია მასობრივი დეპორტაცია. დღეს კი თავად სომხეთმა გაუღო კარი ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეულ დევნილებს“, – აღნიშნა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბარიანმა.
მოცემული იდეა განიხილებოდა ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სომხეთს, ქვეყანაში არსებული ფინანსური და ეკონომიკური სიძნელეების გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა აღმუჩინონ ფინანსური დახმარება.
კონგრესმენები ასიგნაციების კომისიას მოუწოდებენ, სომხეთის ხელისუფლებას, დევნილების დახმარების მიზნით, $40 მილიონი გამოუყონ.
სომხეთი მოსაწონი გახდა იმით,რომ ის არამხოლოდ უზრუნველყოფს დევნილების უსაფრთხოებას, არამედ ასევე ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირების რეალურ პროგრამებსაც ამუშავებს.
სირიის ომის დაწყებიდან სომხეთში დაახლოებით 20 ათასი სირიელი სომეხი ჩამოვიდა. კავკასიის ინსტიტუტის მცნიერ-მუშაკის, პოლიტოლოგ გრანტ
მიქაელიანის თქმით,სომხეთში ჩამოსული დევნილების ნახევარმა,სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, უკვე დატოვა ქვეყანა.
მისი აზრით, სომხეთში მათი ადაპტაციისთვის არ არის სათანადო სახსრები. ქვეყნისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებამ და დევნილთა დასახმარებლად თანხის გამოყოფამ, შესაძლოა, შეცვალოს სიტუაცია. „გამოყოფილი 40 მილიონი დოლარი შეიძლება ძალიან დაეხმაროს მათ ადაპტაციაში, თუნდაც საცხოვრებლის პრობლემის გადაჭრაში. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია სახსრების ხარჯვის ეფექტიანობაც“.