შემოდგომაზე სომხეთი ხელს მოაწერს ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებას
სომხეთი ევროკავშირთან ყოველმხრივი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერს ხელს. „ჩვენ მიეზი არ გვაქვს, რომ ამ დოკუმენტს ხელი არ მოვაწეროთ“, – თქვა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისანმა სრულიად სომხეთის ახალგაზრდობის შეკრებაზე „ბაზეზე“ გამოსვლისას.
მან აღნიშნა, რომ დოკუმენტს ხელი შემოდგომაზე მოეწერება, როგორც ეს ადრე იყო გამოცხდებული. ჩვენ, თუ არ ვცდები, მარტში განვაცხადეთ, რომ დოკუმენტი უკვე მთლიანად შეთანხმებულია, რის შემდეგაც მოხდა მისი პარაფირება.
ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უდგება მოცემულ საკითხს და აღნიშნავენ, რომ სომხეთმა შეიძლება 2013 წლის ისტორია გაიმეოროს და რუსეთის ზეწოლით ბოლო მომენტში უარი თქვას დოკუმენტის ხელმოწერაზე.
ოთხი წლის წინათ 3 სექტემბერს სერჟ სარგსიანმა გადაწყვიტა, რომ სომხეთი უარს ამბობს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ევროკავშირთან ყოველმხრივი და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე, და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ჩამოყალიბების მიზნით, გადაწყვეტილი აქვს საბაჟო კავშირში ინტეგრაცია. 2015 წელს სომხეთი უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთის ლიდერობით 2015 წელს შეიქმნა. დღეს მასში, რუსეთთან ერთად, კიდევ ოთხი ქვეყანა შედის: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. კავშირის გაცხადებული მიზანია – რეგიონული ეკონომიუკრი ინტეგრაციის უზრუნველყოფა. კავშირის წევრი-ქვეყნების სივრცეში უზრუნველყოფილია საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და მუშახელის თავისუფფლად გადაადგილება. გაერთიანებაში შემავალი სახელმწიფოები ასევე ვალდებულებას იღებენ, კოორდინირებულად წარმართონ თავიანთი შიდა ეკონომიკური პოლიტიკა.
ამ მოვლენების კომენტირებისას სერჟ სარგსიანმა თქვა, რომ ზოგიერთი, განსაკუთრებით კი უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშულების მცდელობა, რომ სომხეთის მიერ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის გადაწყვეტილება „ერთ ღამეში მიღებულად“ წარმოაჩინოს, დაუსაბუთებელი და სასაცილოა.
ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავდით ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთანაც და ევროკავშირთანაც, რადგან ორივე მხარე თავიდანვე ამბობდა, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მაგრამ, როდესაც ევროკავშირში განაცხადეს, რომ მათთვის ეს ხელის შემშლელია, რაღა დაგვრჩენოდა“?- განმარტა პრეზიდენტმა სარგსიანმა.