სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ სად იჯდებოდა ტელესტუდიაში, და ტელედებატები ჩაშალეს
სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათ ნდობით აღჭურვილ პირებს შორის წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატები არ შედგა. დიდი პოლიტიკური აზრთა სახვადასხვაობის მიუხედავად, მიზეზი ეს არ ყოფილა.
პირდაპირი ტელეეთერი იმის გამო ჩაიშალა, რომ კანდიდატები ერთმანეთში იმის თაობაზე ვერ მორიგდნენ, თუ რა თანმიმდევრობით ისხდებოდნენ ტელერადიოკომპანია „ირ“-ის პატარა სტუდიაში.
სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს ჩატარდება. დარეგისტრირებულია 9 კანდიდატი: მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი; ახლანდელი სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, და ადგილობრივი КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი.
როგორც ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება, „ეთერის ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი არ დაეთანხმა ტელერადიოკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ მონაწილეთა პირდაპირი ეთერის სტუდიაში განთავსების წესს. ხოლო სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (КГБ) თანამშრომელმა ალან გაგლოევმა ბიბილოვის სურვილის მიხედვით ადგილის შეცვლაზე უარი განაცხადა“.
თავად ქვეყნის მეთაურის თანამდებობის კანდიდატების გარდა, გადაცემაში მათ ნდობით აღჭურვილ პირებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
სამხრეთელმა ოსმა ბლოგერმა ალან პარასტაევმა ამ მოვლენაში პოზიტიური კონტექსტი დაინახა. „კავკაზსკი უზელის“ საკუთარ ბლოგში მან არგუმენტები ჩამოთვალა:
• “ცოტაოდენი მრავალფეროვნება – აბა, ამას ვინ მოელოდა. არჩევნების ჩაშლას უფრო წარმოიდგენდნენ, ვიდრე დებატების.
• სინამდვილეში ეს ყველაფერი არანაკლებ (პოლიტიკურად) ინფორმატიულია, ვიდე ნახევარსაათიანი თავის ქება და დამამცირებელი კრიტიკა.
• თითოეულმა თავი ისე წარმოაჩინა, როგორც თვითონვე აღიქვამდა თავს: ბიბილოვი – ყველას გადასვამს. გაგლოევი – უბრალოდ თავს დაანახებს ყველას. თიბილოვი – ყველას შეარიგებს.
• ტელევიზიაში დებატების ახალ სტუდიას გააკეთებენ”.
ახლანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სტუდია „ირის“ ეთერში უკვე რამდენჯერმე შედგა დებატები. პირველ დებატებში სამივე კანდიდატი მონაწილეობდა – პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი, და КГБ-ს თანამშრომელი ალან გაგლოევი. მომდევნო ორ დებატში ერთხელ თიბილოვი არ მონაწილეობდა, და მეორედ ბიბილოვი არ იყო.
სამაგალითოდ – 2017 წლის 24 მარტს გამართული დებატები.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს