უკრაინის გენერალური პროკურორი: სააკაშვილი დაფინანსებას რუსეთიდან იღებდა
14:45
უკრიანის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, ვაქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებული პირების დაფინანსებით მართავდა. მისი თქმით, დასტურდება, რომ ნახევარი მილიონი დოლარი სააკაშვილმა რუსეთიდან მიიღო. მტკიცებულების სახით ლუცენკომ სააკაშვილთან დაახლოებული პირების ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოსთან (იანუკოვიჩთან დაახლოებული პირი) საუბრების სატელეფონო აუდიოჩანაწერი წარმოადგინა, რაც, პროკურატურის მტკიცებით, სააკაშვილის მიერ “სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის” ჩადენას ადასტურებს.
პარალელურად, კიევის ცენტრში მიმდინარეობს დაპირისპირება პოლიციის სპეცრაზმსა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის, რომლებიც ცდილობენ მანქანა, რომელშიც დაკავებული სააკაშვილი იმყოფება, არ გაატარონ. ოპოზიციონერები ქვებს აგროვებენ და ქუჩაზე ბარიკადებს აგებენ.
13:12
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერის ბალდებით დააკავეს. როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადენაში არის აღნიშნული, საქმე, რომლის ფარგლებში სააკაშვილი დააკავეს, სისხლის სამართლის 256-ე მუხლით აღიძრა, რომელიც “დანაშაულებრივი ორგანიზაციების და მათი დანაშულებრივი საქმიანობის დამალვას” გულსიხმობს. სამსახურის განცხადებით, ამ საქმეზე სააკაშვილის დაკითხვა იგეგმება. მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12:40
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, საკუთარ სახლში დააკავეს.
დაკავების ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმმა განახორციელა. ჯერჯერობით დანამდვილებით ცნობილი არ არის, რა გახდა დაკავების მიზეზი და რა ბრალდებას უყენებენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. რუსული ტელეკომპანია დოჟდი ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმციას, რომ მას ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ედება.
სპეცრაზმი სააკაშვილის სახლში დილით შევიდა, თავად სააკაშვილი შენობის სახურავზე ავიდა და იქიდან მხარდამჭერებს დახმარებისკენ მოუწოდებდა. შენობაში არ უშვებდნენ მის ადვოკატებს.
შენობასთან შეკრებილი აქტივისტების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა დაკავებული შენობიდან გამოიყვანეს და მანქანაში ჩასვეს, თუმცა აქტივისტები მისი გადაადგილებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.
3 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა კიევში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია გამართა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა – 17 ოქტომბრიდან აქციები კიევში სააკაშვილის მეთაურობით პერმანენტულად გრძელდება.
30 ნოემბერს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა სააკაშვილს ქვყანაში ყოფნის უფლება სამი თვით გაუხანგრძლივა.
2017 წლის ივლისში უკრიანის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამ დროს სააკაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. 10 სექტემბერს სააკაშვილმა უკრაინის საზღვარზე სამართალდამცველების კორდონი მხარდამჭერების დახმარებით გაარღვია და უკრაინაში დაბრუნდა – საზღვრის უკანონო კვეთისთვის მას 130 დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები პრეზიდენტ პოროშენკოს კორუფიის და ოლიგარქიული მმართველობის მფარველობში ადანაშაულებენ და პოლიტიკურ რეფორმებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.