ერევნის მერიამ ჰოლანდიიდან 500 ათასი ტიტას ბოლქვი შემოიტანა
გაზიარება
გაზიარება
როგორც ერევნის მერია იტყობინება, ჰოლანდიიდან შემოტანილია 500 ათასი ტიტას ბოლქვი, რომლებიც დაახლოებით 250 ათას საწყობში შენახულ ბოლქვთან ერთად უკვე დაირგო ერევნის პარკებში, სკვერებსა და ჩვეულებრივ ტროტუარებზე.
ვინაიდან ბოლქვები ყველა წესის დაცვით არის დარგული, აგრონომები დიდი რაოდენობით ტიტების აყვავებას ელოდებიან.
ტიტები ერევანში აყვავებული პირველი ყვავილები იქნება. ისინი დედაქალაქის პარკებს, სკვერებსა და ქუჩების ბაღებს 20 მარტიდან აპრლის ბოლომდე დაამშვენებენ.