ერევანში აივაზოვსკის დაბადების 200 წლისთავისთვის მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ფოტო: ლუსი სარკისიანი, JAMnews
სომხეთის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა „შექმნა“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული სომეხი მარინისტის ოვანეს(ივან) აივაზოვსკის დაბადების ორასი წლისთავს მიეძღვნა.
აივზოვსკის იუბილე იუნესკოს 2017 წლის ღირსშესანიშნავი ღონისძიებების სიაშია შეტანილი.
აივზოვსკის ნახატები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებშია დაცული, მათ შორის ლუვრსა და ერმიტაჟში, ასევე კერძო კოლექციებში.
გამოფენაზე აივაზოვსკის 6000 ტილოდან მხოლდ 52-ია წარმოდგენილი, მათ შორის გრაფიკული, დოკუმენტური და დეკორატიული ნამუშევრები.
სომხეთში პირველად გამოიფინა კრებული „ქაოსი: სამყაროს შექმნა“ ვენეციის მხიტარიანის სააბატოდან.
ინგლისელმა მარინისტმა უილიამ ტერნერმა აივაზოვსკის ნამუშევრები რომის ერთ-ერთ გალერეაში ნახა და აღფრთოვანებულმა დაწერა: „ახალ გალერეაში შევედი, და მღელვარე ზღვაში მოვხვდი, უკან ისე დავიხიე, თითქოს მართლაც შევძრწუნდი: დიადი მომენტი იყო, ხელოვნების ძალა“.
ამ გამოფენის დახურვამდე რომის პაპმა გრიგორი XVI-მ ოვანეს აივაზოვსკის პაპის უმღლესი ჯილდო – ოქროს ორდენი მიანიჭა, ხოლო ნახატი „ქაოსი“ , პაპის საგანგებო განკარგულებით, ვატიკანის საკუთრებად ცნეს. გასული საუკუნის დასწყისში პაპმა ლევონ XIII-მ ნახატი მხიტარიანის მონასტერს აჩუქა.
სომხეთის ეროვნული გალერეის კუთვნილი აივაზოვსკის კრებული, რომელიც თავისი სიმდიდრით მხოლოდ ფეოდოსიას ჩამორჩება, მხოლოდ საჩურების ხარჯზე შეიქმნა და შეივსო. პირველი შვიდი ტილო ლაზარევსკის სემინარიიდან მოსკოვში წაიღეს. ეს ნახატები სემინარიას თავის დროზე თავად ოსტატმა აჩუქა.
1925 წელს არქიტექტორმა აკობ ეკიზიანმა გალერეას აივაზოვსის კიდევ ოთხი ნამუშევარი აჩუქა. 1957 წელს გალერეა ერთდროულად აივაზოვსკის 41 ნახატით შეივსო – ეს იყო სომხური წარმოშობის ფრანგი მეწარმის აბრამ ჯინჯიანის საჩუქარი.
„აივზოვსკი – უდიდესი მარინისტი იყო, რომელსაც პირადი წვლილი შეჰქონდა კულტურის განვითარებაში. ის ოცნებობდა, რომ მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მომუშავე სომეხი მხატვრები გაეერთიანებინა, რათა საერთო ძალებით განევითარებინათ სომხური სამხტვრო ხელოვნება. თავის დროზე მათ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ ეს გამოფენა ამ მზანს თუნდაც ცოტათი მოემსახურება“, – თქვა გამოფენაზე სომხეთის კულტურის მინისტრმა არმენ ამირიანმა.
15-16 სექტემბრის გამოფენის გარდა, სომხეთში აივზოვსკისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმიც ჩატარდება.