ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო შემადგენლობა გაუშვეს
“პირველი, 82 კონტეინერისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობა, რომელიც ბაქო–თბილისი–ყარსის საერთაშორისო სარკინიგზო კორიდორს გაივლის, სადგურ კუსტანაიდან (ყაზახეთი) სადგურ მერსინის (თურქეთი) მიმართულებით გაემგზავრა”, – ნათქვამია კომპანია „აზ რუს ტრანსის“ განცხადებაში.
დახურულმა სააქციო საზოგადოებამ „აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზები“ და მარცვლეულის ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვების დახურული სააქციო საზოგადოება „რუსაგროტრანსის“ რუსმა ოპერატორმა, რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ ტვირთბრუნვაში სარკინიგზო გადაზიდვების წილის გაზრდის მიზნით, ერთობლივი საწარმო, დახურული სააქციო საზოგადოება „აზრუსტრანსი“ შექმნეს.
ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედების საზეიმო ცერემონია 30 ოქტომბერს შედგება. ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში ჩამოვლენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
- ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის განხორციელება 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში აღდგენილია სარკინიგზო მონაკვეთი საქართველოს სადგურ ახალქალაქიდან ქალაქ ყარსამდე. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს.
- თავიდან ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ამოქმედების პირველ ეტაპზე ნავარაუდევია ერთი მილიონი მგზავრისა და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა, მეორე ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ, შესაძლოა – 17 მილიონ ტონას, ხოლო მგზავრების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწიოს.
აქ შესაძლებელია ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ხაზის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტების შესახებ JAMnews– ის გამოძიებას გაეცნოთ:
https://jam-news.net/?p=43953&lang=ka